"ვეძებ ესპანურის მასწავლებელს. თუკი ახლომახლო არის ამ საქმის პროფესიონალი, გთხოვთ, შემატყობინოთ", - დაწერა ქართველმა ნახევარმცველმა "ტვიტერზე".
"ერთი თვის წინათ მან პრესკონფერენცია მშობლიურ ენაზე გამართა. ამის მერე მან რამდენიმე სიტყვა და ფრაზა დაისწავლა ესპანურად, მაგრამ მეტი სურს. სოციალურ ქსელში კი ფანები მის დახმარებას ცდილობენ რჩევებით", - წერს "მარკა".