16:03 06-08-2017
მსაჯმა გოლი გააუქმა და პენალტი დანიშნა - კაშიას "ვიტესს" ამანაც ვერ უშველა [VIDEO]
AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ არნემული გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია იცავს, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა.
"ვიტესი" როგორც თასის მფლობელი სუპერთასის დაპირისპირებაში ქვეყნის ჩემპიონს "ფეენორდს" ხვდებოდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე იენს ტრონსტრამ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში "ფეენორდმა" მეორე გოლი გაიტანა, მაგრამ გოლი არბიტრმა დანი მაკელიმ გააუქმა.
ამის მიზეზი ის გახდა, რომ გოლამდე 20 წამით ადრე "ვიტესის" ფეხბურთელი "ფეენორდის" საჯარიმოში წააქციეს, ხოლო მსაჯმა ეპიზოდი მეორე გოლის შემდეგ ვიდეორეფერის დახმარებით განიხილა.
მაკელიმ გოლი გააუქმა და პენალტი "ფეენორდის" კარში დანიშნა. ალექსანდერ ბატნერმა კი 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა.
თუმცა ამან კაშიას გუნდს მაინც ვერ უშველა და "ვიტესი" პენალტების სერიაში ანგარიშით 2:4 დამარცხდა. ქართველს პენალტი არ დაურტყია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გააფრინა ხალხმა,ძალიან მოქმედებს კლიმატის ცლილება!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული