საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის IV ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
რუსულმა სპორტულმა საიტმა championat.com-მა ქვეყნის პრემიერლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც წარსულში ცნობილმა ოსმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა ვალერი გაზაევმა შეადგინა. სასიამოვნოა, რომ ამ სიმბოლურში მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი მცველი საბა კვირკველიაც მოხვდა.

ბოლო ტურში საბას გუნდმა მინიმალური ანგარიშით შინ "სკა-ხაბაროვსკს" სძლია, ქართველმა მცველმა კი შეუცვლელად ითამაშა.

"კვირკველია კიდევ ერთხელ ხვდება ტურის ნაკრებში. ქართველმა მცველმა მორიგი ხარისხიანი მატჩი ჩაატარა "ლოკომოტივის" რიგებში, რომელმაც ამჯერად "სკა-ხაბაროვსკს" ისე მოუგო, გოლის გატანის საშუალება არ მისცა", - წერია საიტზე.

აღსანიშნავია, რომ საიტის ტურის რჩეულთა შორის საქართველოს
ნაკრების 25 წლის მცველი უკვე მეორედ მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს გაზაევის ნაკრებია და სინბოლურში მე მგონია ვერ ჩაითვლება,მაგრამ ამის გარეშეც მე მგონი ორჯერ იყო სიმბოლურში.
სოსო
07 აგვისტო 2017 21:15
0
მეორედ კი არა მესამედ 4 ტურიდან :)))
ხვიჩა
07 აგვისტო 2017 19:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული