ლეგიონი გუშინ: საბა კვირკველიას გოლი და შურისძიება "რუბინთან" [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში V ტურის მატჩები გაიმართა.

მოსკოვის "სპარტაკმა" ტულის "არსენალს" უმასპინძლა. როგორც იქნა, ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ, წლევანდელ სეზონში პირველად, ძირითად შემადგენლობაში დააყენა ჯანო ანანიძე, რომელმაც ორჯერ ძალიან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ვერ გაიტანა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი 65-ე წუთზე შეცვალეს.

"სპარტაკმა" კი ქუინსი პრომესისა და ზე ლუიშის გოლებით სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა - 2:0. ცნობილი მიზეზის გამო სტუმართა შემადგენლობაში არ იყო გია გრიგალავა, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა. "სპარტაკი" 8 ქულით VIII ადგილზეა.

* * *
ეკატერინბურგის "ურალმა" შინ ქულები დააკარგვინა სანკტ-პეტერბურგის
"ზენიტს" - 1:1. მასპინძელთა შორის განაცხადში არ ყოფილა გიორგი ჭანტურია, რომელსაც ვირუსი შეჰყრია, თუმცა საშიში არაფერია.

* * *
მთავარი ამბავი - საბა კვირკველიამ ყაზანში თავისი ყოფილი კლუბის, "რუბინის" წინააღმდეგ პრინციპული თამაში ჩაატარა: საქართველოს ნაკრების მცველი სასტარტოში იყო. პირველ ტაიმში მან სამჯერ ძალზე სახიფათო მომენტი განმუხტა.

ყაზანელები 52-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ. ამის მიუხედავად, 62-ე წუთზე რიფათ ჟამალეტდინოვის გოლით მაინც დაწინაურდნენ, მაგრამ მატჩის კომპენსირებულ დროში, 92-ე წუთზე, კვირკველია თავდასხმაში წავიდა და საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ახლო მანძილიდან კარში მიუჩინა ადგილი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამით მან ჯავრი იყარა "რუბინზე", სადაც მოსკოვში გადასვლამდე არ ათამაშებდნენ და ეს მატჩის კომენტატორმაც აღნიშნა:

"გოლი კვირკველიამ გაიტანა! ეს არის შურისძიება! ისეთი ამბავია, რომელსაც იმ ემოციებითა და ისეთი გამომეტყველებით აღნიშნავენ, რომელიც ახლა კვირკველიას აქვს! მას "რუბინთან" ბევრი რამ ჰქონდა დასამტკიცებელი. მართალია, ესპანელი მწვრთნელი ხავი გრასია, რომელსაც ქართველმა თამაშამდე "კლოუნი" უწოდა, ყაზანელებს აღარ წვრთნის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი მომენტია! სხვათა შორის, კვირკველიამ 5 ტურში უკვე მეორე გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის ფანტასტიკური შედეგია! ის ნამდვილი თავდამსხმელივით გაიხსნა და გაიტანა. "ლოკომოტივს" ამ შეხვედრაში სწორედ ასეთი ფორვარდი სჭირდებოდა", - ამბობდა კომენტატორი.

- "ლოკომოტივის" პრეზიდენტი: საბა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალური მცველია!

"ლოკომოტივმა" 13 ქულა დააგროვა და "ზენიტთან" ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

* * *
მორიგი ტური გაიმართა რუსეთის პირველ დივიზიონშიც. თემურ ქეცბაიას "ორენბურგი" პირველ ტაიმში 2:0-ს უგებდა "როტორს", მაგრამ საბოლოოდ ფრეს (2:2) დასჯერდა. ორენბურგელთა რიგებში არ გამოჩენილა ელგუჯა ლობჯანიძე.

* * *
სლოვაკეთის თასის 1/64-ფინალში ტრნავის "სპარტაკმა" "იაჩოვეცი" 10:0 გაანადგურა და შემდგომ ეტაპზე გავიდა. მე-8 წუთზე გამარჯვებულები ვახტანგ ჭანტურიშვილმა დააწინაურა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ზაქარია ბეგლარიშვილის გარეშე (დაასვენეს) "ფლორამ" ესტონეთის თასის 1/16-ფინალში "ნარვას" 8:0 სძლია.

* * *
სათასო ბატალიები ყველაზე უიღბლო გიორგი მერებაშვილის "პლოცკისთვის" აღმოჩნდა. ქართველის გუნდი პოლონეთის თასის 1/16-ფინალში კრაკოვის "ვისლასთან" დამარცხდა (1:2) და ასპარეზობას გამოეთიშა. მერებაშვილი მოედანზე შეხვედრის მიწურულს, 90-ე წუთზე გამოჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
გამოიღეო, ფაქტიურად უთხრა :)))
Irakli apkhaidze
09:53 10-08-2017
0
გენაცვალე!!!
აი ასე გულიანად და მონდომებით!
დინამო ბათუმი
10:52 10-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული