გიორგი არაბიძეს "გალათასარაი" იწვევს?

AutoSharing Option
გიორგი არაბიძით თურქული გრანდი დაინტერესდა. TransferMerkez-ის ინფორმაციით, 19 წლის შემტევის შეძენა, არც მეტი, არც ნაკლები, "გალასათარაის" სურს.

მალე გაირკვევა, თურქული გრანდი რამდენად სერიოზულად არის დაინტერესებული ჩვენებურით, რომელიც "შახტარის" ძირითად გუნდში გადასვლას ვერა და ვერ ეღირსა.

ფეხბურთელთან დაახლოებულმა მენეჯერმა მიხეილ მეტრეველმა კი ამ ინფორმაციაზე საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში - თურქების გარდა, არაბიძეს გერმანული ბუნდესლიგის, ჰოლანდიური ერედივიზიონისა და ესპანური ლა ლიგის გუნდები იწვევენო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
არაბიძისათვის ზედგამოჭრილია მხოლოდ ჰოლანდიის ჩემპიონატი იქ სადაც იციან ნიჭიერი ფეხბურთელების გამოწრთობა, მოთვინიერება და კარგ გზაზე დაყენება რასაც გალათასარაიში ნამდვილად ვერ იზამენ. იქ მხოლოდ შენ ხარ საუთარი თავის პატრონი. მე ვისურვებდი წავიდეს ჰოლანდიაში აიაქსი, ვიტესი ან ალკმაარი სადაც დროც ექნება სათამაშო და თან ამასთან ერედივიზიეს სათამაშო სტილი ზედ გამოჭრილია მისთვის იქ სადაც ვაკოს 10-12 გოლი გაქონდა სეზონში შეუძლია გიორგიმ 20-22 გაიტანოს და თავისუფლად წავიდეს შემდეგ უკეთეს ლიგაში. დამიჯერეთ სკა ენერგიაში ტობლოში და ასეთ ჯანდაბაში თამაშს დენ ჰააგი, ჰერენვენი და რავიცი ნებისმიერი ჰოლანდიური გუნდი ჯობია
mamuka
12:19 15-08-2017
1
გავიდა ეს სატრანსფერო ფანჯარა და რითი არ ეღირსა ამ მართლა ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ნათელ წერტილს კარგი ევროპული გუნდი? გალა კარგია მაგრამ მგონი ევროპა უფრო გახსნიდა არაბიძეს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული