თემურ ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. გუნდს მასთან ერთად სოსო ჭედიაც დაემშვიდობა, რომელსაც მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობა ეკავა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

"ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან, მწვრთნელ სოსო ჭედიასთან და ფიზმომზადების მწვრთნელთან კონტრაქტი გაწყვეტილია. საფეხბურთო კლუბი "ორენბურგი" მადლობას უხდის სპეციალისტებს გაწეული სამუშაოსთვის და კარიერის წარმატებით გაგრძელებას უსურვებს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა რუსეთის პირველი დივიზიონის გუნდი სეზონის წინ ჩაიბარა. ქეცბაიას ამოცანა "ორენბურგის"
რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნება იყო, მაგრამ განვლილ 8 ტურში გუნდმა მხოლოდ 3 თამაში მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 4 კი წააგო და 20-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ამჟამად 10 ქულით მე-13 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იდეალური დიზაინი გქონდათ,ძალით როგორ აბანზებთ საკუთარს? ვითომ გააახლეთ არა?
zura
13:31 17-08-2017
1
სასაცილოა უკვე ეს კაცი. თან თავისას მაინც რო არ იშლის და ყველას და ყველაფერს აბრალებს თავის თავის გარდა.
goga
12:57 17-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული