ქართველ მეკარესა და მახაჭყალის კლუბს შორის კონტრაქტი მომავალ კვირაში უნდა გაფორმდეს. "ანჟიში" გიორგი ლორიას თანამემამულე ჯაბა ლიპარტია დახვდება.
გიორგი ლორია "კრილიაში" 2015 წლიდან გამოდის. ამ ზაფხულს მეკარემ მიუნხენში ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა. 31 წლის ფეხბურთელი სამარულ კლუბში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
ლორიას "კრილიამდე" თბილისის "დინამოსა" და ბერძნულ ოფი-ში უთამაშია. მის
რაც შეეხება მის სავარაუდო ახალ გუნდს, "ანჟის" რუსეთის პრემიერლიგის 6 მატჩში მხოლოდ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილი უკავია.