თამაშის წინ ტელეარხმა ОТВ-მ ეკატერინბურგელ ფეხბურთელებზე სიუჟეტი მოამზადა, სადაც ყურადღება განსაკუთრებით ქართველ ლეგიონერზე გაამახვილა:
"...ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე ვინც შეიძლება ნამდვილად ვიხილოთ, ეს გიორგი ჭანტურიაა. ის ბურთს ბრწყინვალედ ფლობს და არანაკლები დრიბლიორია, ვიდრე ჩისამბა. მის ტექნიკას ბონუსად კი მოედნის შესანიშნავი ხედვა და ბრწყინვალე დიაგონალური გადაცემა ემატება. მან ეს ყველა ოპცია გაააქტიურა და ამ დროისთვის ფეხბურთელი, რომელიც ტრავმას რვა თვე იშუშებდა და
ქართველმა ფეხბურთელმა თამაშის წინ რუსულ ტელეარხთან კომენტარი თავადაც გააკეთა:
"ახლა კარგად ვარ მომზადებული. ტკივილი საერთოდ არ მაწუხებს და ფიზიკურადაც კარგად ვგრძნობ თავს. მიხარია, რომ თითოეულ თამაშში ვახერხებ, სასარგებლო ვიყო გუნდისთვის და ვფიქრობ, რომ ასევე უნდა გავაგრძელო".