18 აგვისტოს გამართულ ახალგაზრდული პირველობის VI ტურის მატჩში "შახტარმა" "ოლიმპიკს" ანგარიშით 3:0 სძლია, არაბიძემ კი ანგარიში მე-40 წუთზე, ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გახსნა.
გიორგიმ მოედანზე 65-ე წუთამდე დაჰყო, შეცვლამდე კი გაფრთხილების მიღება მოასწრო. მისმა გუნდმა ამ გამარჯვებით 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეშია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძის ტრანსფერით თურქული "გალათასარაია" დაინტერესებული.