ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი გადაიდო

AutoSharing Option
გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 2017/18 წლების სეზონი მარცხით დაიწყო, თავად ქართველმა ნახევარმცველმა კი - სათადარიგოთა შორის ყოფნით.

18 აგვისტოს გამართულ სასტარტო ტურის შეხვედრაში "სარაგოსა" სტუმრად "ტენერიფესთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. თადარიგში მყოფ გიორგის კი თამაშის საშუალება არ მისცემია.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის პაპუნაშვილი ესპანურ გუნდში ამ ზაფხულს თბილისის "დინამოდან" გადავიდა.

რაც შეეხება სეგუნდას გუნდებში მოთამაშე სხვა ქართველ ლეგიონერებს, გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკო" დღეს სტუმრად "ოსასუნას" დაუპირისპირდება, ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" კი კვირას "ალმერიას" მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ორივე გუნდმა საკმაოდ მაღალი ხარისხის თამაში აჩვენა და ჩემი აზრით თუნდაც სათადარიგო სკამზე ყოფნა დასაწყისისთვის ტრაგედია არაა. თუ იშრომა სათანადოდ, შანსიც აუცილებლად მიეცემა.
murtalo
14:18 19-08-2017
0
ვერდერის ამბავი ხომ არ მეორდრბა?!
qomagi
13:22 19-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული