გიორგი ლორია მახაჭყალის "ანჟიში" იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და სამარის "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორია 2017/18 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით მახაჭყალის "ანჟის" ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ სამარის კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

შეთანხმება უკვე მიღწეულია, 31 წლის ქართველი მეკარე კი სამარიდან მახაჭყალაში დღეს გაემგზავრება. "ანჟიში" ლორიას თანამემამულე ჯაბა ლიპარტია დახვდება.

გიორგი ლორია სამარული კლუბის ღირსებას 2015 წლიდან იცავს, "კრილიამდე" კი მას თბილისის "დინამოსა" და ბერძნულ ოფი-ში უთამაშია. მეკარის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 39 მატჩია.

ამ ზაფხულს გიორგიმ მიუნხენში ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა. რაც შეეხება
მის ახალ გუნდს, "ანჟის" რუსეთის პრემიერლიგის 7 მატჩში მხოლოდ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ტრანსფერი 5 დღის წინ დარეგისტრირდა ოფიციალურად და დღეს სიახლეა? ))
dato
15:47 21-08-2017
0

სიახლეები პოპულარული