არის კონტრაქტი - გიორგი ჩოჩიშვილი პრაღის "სლავიას" მეკარეა!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე გიორგი ჩოჩიშვილმა პრაღის "სლავიასთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. "ლელომ" ექსკლუზიურად გაცნობათ, რომ ახალგაზრდა კიპერი პრაღაში სწორედაც კონტრაქტზე ხელის მოსაწერად მიემგზავრებოდა...

- პრაღის "სლავიას" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე მიჰყავს

ჩეხურმა კლუბმა ჩოჩიშვილის მიმართ ინტერესი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ გამოიჩინა. ჩვენი მეკარის გადაბირებას სხვა ევროპული კლუბებიც ცდილობდნენ, თუმცა ყველაზე რეალური და საუკეთესო ვარიანტი "სლავია" აღმოჩნდა და აგერ, კონტრაქტიც შედგა.

"სლავია" ჩეხეთის მოქმედი ჩემპიონია. ამჟამად, შინაური პირველობის გარდა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ასპარეზობს. ნიშანდობლივია, რომ დღეს "სლავიას" კვიპროსის აპოელ-თან მეტად მნიშვნელოვანი
საშინაო მატჩი ელოდება. პირველი მატჩი პრაღელებს 0:2 აქვთ წაგებული. თუ დღეს ისინი შეძლებენ კვიპროსული ბარიერის დაძლევას, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას, მარცხის შემთხვევაში კი ევროპალიგაზე გადაერთვებიან.

ჩეხეთში წასვლამდე ჩოჩიშვილი თბილისურ კლუბებში - "საბურთალოსა" და "შევარდენი 1906-ში" თამაშობდა. ამავდროულად, ის ჯერ 17, ხოლო შემდეგ 19-წლამდელთა ნაკრებების ღირსებას იცავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმიტომ რომ ქვედა ლიგებში მართლა ფეხბურთის თამაშს ცდილობენ და უმაღლესში ბევრი დასეირნობს მოედანზე და იმაზე წუწუნებს თუ როგორ არ ფასდება მათი შრომა და რა ცუდი სტადიონებია. ვითომ ქვედა ლიგებში ბევრად უკეთესი სიტუაცია მოედნის საფარის მხრივ :(
და
15:23 23-08-2017
0
dzalian kargi tramplinia martlac chexeti es bichi male evropuli grandis karshi idgeba:))))))))))))
2

სიახლეები პოპულარული