ვაკო ყაზაიშვილი: მე უკვე მივიღე მწარე გამოცდილება...

AutoSharing Option
პოლონურმა sportl interia.pl-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილთან, ვინც ვარშავის "ლეგიადან" ამერიკულ "სან ხოსეში" (MLS) გადავიდა:

"მივიღე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთვის მომგებიანი იყო როგორც ფინანსურ, ისე სპორტულ ასპექტში, - ამბობს ყაზაიშვილი. - "სან ხოსეს" სპორტული დირექტორი ჩემს შესაძლებლობებს კარგად იცნობდა იმ დროიდან, როცა ჰოლანდიაში ვთამაშობდი. მან მითხრა, რომ თუ გადავიდოდი "სან ხოსეში", გუნდის თამაში ჩემ გარშემო აეწყობოდა.

მე უკვე მივიღე მწარე გამოცდილება და მინდა დავამტკიცო, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შემიძლია. მინდა, ხშირად გავიდე მინდორზე...

არ ყოფილა კონკრეტული შეთავაზებები
სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ თუ ცოტა ხანს მოვიცდიდი, უთუოდ შემეხმიანებოდნენ ჰოლანდიიდან. იქ ყველაზე კარგად იციან, რა შემიძლია. მივიღე თუ არა "სან ხოსეს" წინადადება, კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ...

რაც შეეხება "ლეგიას", რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. ამ კლუბთან ხელშეკრულება სატრანსფერო "ფანჯრის" ბოლო დღეს გავაფორმე. ჩავედი პოლონეთში და უკვე სამ დღეში ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდთან". ამას მოჰყვა ის, რომ "ლეგიაში" მწვრთნელი შეიცვალა და თავიდანვე არ ამეწყო ურთიერთობა ახალ მწვრთნელ იაცეკ მაგიერასთან. მან თავიდანვე მითხრა, რომ გუნდში მისი მიყვანილი არ ვიყავი და იქ ჩემი ადგილი არ იყო.

მაქვს ამაზე ჩემი აზრი, მაგრამ ახლა არაფერს ვიტყვი. ძველი ამბების გახსენება საჭირო აღარ არის. მინდა, მას "სან ხოსეში" წარმატებული თამაშით ვუპასუხო...

ცხადია, "ლეგიადან" ბევრი კარგი მოგონებაც გამომყვა. ვითამაშე ისეთ მაღალი დონის შემსრულებლებთან, როგორებიც არიან ნიკოლიჩი, პრიოვიჩი, ოჯიჯა-ოფოე... ჩვენ ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგაზე და მოვიგეთ პოლონეთის პირველობა. ბოლოს გუნდმა რამდენიმე ლიდერი დაკარგა, თუმცა "ლეგია" მაინც დიდი კლუბია...

იქიდან წასვლის შემდეგ მწვრთნელებთან არ მისაუბრია. ველაპარაკე თანაგუნდელებს - ოჯიჯა-ოფოეს, ჰამალაინენს, გილერმეს... მოხარული ვარ, ოჯიჯა-ოფოე "ოლიმპიაკოსში" რომ გადავიდა. ის დიდი ტალანტია და ნებისმიერ ლიგაში წარმატებით ითამაშებს. მან ჩემპიონთა ლიგაში უკვე გაიტანა "ოლიმპიაკოსის" მაისურით...

დააზარალებს თუ არა ჩემს კარიერას ამერიკაში გადასვლა? სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები აქვს ჩასატარებელი ირლანდიასა და ავსტრიასთან. ეროვნულ გუნდში მეც ვარ გამოძახებული...

ახლა არ ვფიქრობ იმაზე, მუდმივად ვითამაშებ აქ თუ ევროპაში დავბრუნდები. კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი მაქვს და მინდა, "სან ხოსესთვის" მაქსიმუმი გავაკეთო", - თქვა ვაკო ყაზაიშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვაკო წარმატებებს გისურვებ, მაღალი პროფესიონალური დამოკიდებულებაა დიდი წარმატებების საფუძველი, რასაც გულით გისურვებ. გაიხარე.
gizog
09:57 30-08-2017
3
საინტერესო და სამწუხარო ის არის რომ მაგ ამერიკულ კლუბშიც არ აქვს მთლიანი თამაშების ჩატარების ფუფუნება და მასზე არ არის გუნდი აწყობილი, სამივე ისეთი გოლი გაიტანა , შემთხვევითი , უფრო სწორად შემთხვევით რომ აღმოჩნდა სწორ დროს სწორ ადგილას , პირველის შემთხვევაში მასზე გაკეთდა პასი მაგრამ , სპეციალურად ვუყურე 3 თამაშს ( აქედან 2 ში გოლი გაიტანა და ბედნიერიც ვიყავი ძალიან) მაგრამ არაფრითაა გამორჩეული არც ერთ გუნდელზე, პირიქით 3-4 ფეხბურთელს ჩამორჩება კიდეც გუნდში და საერთოდ არ ეტყობა რომ "მასზე აწყობენ თამაშს"
ვახტანგი
23:25 28-08-2017
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული