საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ახლახან იტალიის სერია C-ს ბინადარ "პრატოში" იჯარით გადავიდა. ფეხბურთელის მენეჯერის, ლუკა პუჩინელის თქმით, მისი ამჟამინდელი კლუბი, სერია B-ში მოასპარეზე "ემპოლი", რუსეთის პრემიერლიგელ "რუბინს" ფეხბურთელის ტრანსფერის 50 პროცენტის გაყიდვაზე შეუთანხმდა.
ჭანტურიას სათამაშო დრო და პრაქტიკა რომ ჰქონოდა, სწორედ ამიტომ 2 იანვრამდე სერია C-ს მიაშურა.
იანვარში უნდა გადაწყვეტილიყო, "რუბინი" მისი ტრანსფერის დარჩენილ
მაგრამ რუსებმა მოლაპარაკებები დააჩქარეს და შევიტყვეთ, რომ ტრანსფერის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.
"ტუტომერკატოს" ჟურნალისტი მარკო ფრატინო წერს:
"ქართველი თავდამსხმელი "რუბინში" გადადის. მის თაობაზე რუსული პრემიერლიგის კლუბსა და "ემპოლის" შორის მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება. "რუბინმა" იტალიელებს იანვრიდან ჭანტურიას იჯარა შესთავაზა, აუცილებელი საბოლოო გამოსყიდვის პირობით. ტრანსფერის ფასი 2 მილიონ ევროს შეადგენს და ქართველის შემდგომი გაყიდვიდან "ემპოლი" კიდევ 15 პროცენტს მიიღებს.
რაც შეეხება ხელფასს, პირობები ფეხბურთელთან მაქსიმალურად შეათანხმეს - მისი მენეჯერის, ლუკა პუჩინელის მოთხოვნით, ხელფასი უნდა იყოს წელიწადში მინიმუმ 700 ათასი ევრო. ამ თანხაში პრემიებიც გათვალისწინებულია.
ამ დროისთვის პუჩინელი რუსეთში კონტრაქტის შესათანხმებლად იმყოფება და როცა ხელშეკრულებას ოფიციალურად მოეწერება ხელი, ჭანტურია "რუბინის" ფეხბურთელი გახდება".
იგივე ინფორმაცია გაავრცელა იტალიაში პოპულარული სამენეჯერო გვერდის ადმინისტრატორმა ჯანლუკა დი მარციომ.
"დასამალი არაა, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და როცა ის დასრულდება, ყველაფერს გეტყვით, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ტრანსფერის ამბავი 99 პროცენტით გადაწყვეტილია და პუჩინელი მოსკოვში ჩემი პირადი კონტრაქტის საკითხს აგვარებს.
რაც ვიცი, მოლაპარაკება დღეს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ცოტა გაიწელა და ხვალ გაგრძელდება.
სხვათა შორის, დიდი დაინტერესება რომ არის, ეს ამბავიც ადასტურებს - პერსონალური მწვრთნელი დამინიშნეს, რომელიც უკვე მეორე კვირაა მავარჯიშებს, ფორმაში დროულად რომ შევიდე", - ამბობს ჭანტურია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"