კვირკველიას შეძენა სამ ინგლისურ კლუბს უნდა

AutoSharing Option
ეს ამბავი ვინმეს მონაჭორი არ გეგონოთ, ბრიტანულმა ტაბლოიდმა "სანმა" გაავრცელა. აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის"25 წლის ცენტრბეკის საბა კვირკველიას სამსახურით პრემიერლიგის სამი გუნდი "კრისტალ პალასი", "ლესტერ სიტი" და "ვესტ ბრომვიჩი" არიან დაინტერესებულნი, სამივეს სასწრაფოდ ცენტრალური მცველი სჭირდება და ამ საკითხის მოგვარებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ანუ 1 სექტემბრამდე აპირებენ.

ივლისში "ლოკომოტივის" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კვირკველიას თამაში ძალიან მოწონებიათ ინგლისელებს. მისი ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 18 მილიონი ფუნტია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ასეტი სჰურიანი ხალხის ქვეყანას რა გაახარებს



emzo
01 სექტემბერი 2017 10:26
0
პრემიერ ლიგა საუკეთესოა რომაა მაგას წყალი არ გაუვა ამ 3 დან რომელიმეში რომ გადავიდეს და ითამაშოს ისე როგორც თამაშობს ლოკომიტივში მომავალი სეზონი შეიძლება რომელიმე გრანდში დაიწყოს არსენალი,ჩელსი რატო ? საბა სწრაფია,მაღალია,ფიზიკურად ძლიერია კარგად ხმარობს თავსაც და ფეხსაც გოლებიც გააკვს ,3 მცველის ტაკტიკაში იდეალურად ჯდება .წყალ წაღებული პრიმერის საშუალო გუნდიდან მცველისთვის გრანდში მოხვედრა ძალიან რთულია საბას მანდ არაფერი ესაქმება პრიმერა იდეალურია ჯანოსთვის,ჭანტურია,არაბიძე,ვაკო მოკლედ შემტევებისთვის
NIGHT
31 აგვისტო 2017 11:57
0
საფეხბურთო სამყაროში რამე ხდება და მე ჭურში მძინავს? პრემიერლიგა თუ მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "სევილია", ესენი პრემიერლიგაში თუ თამაშობდნენ არ ვიცოდი. ან "ბაიერნი", "იუვენტუსი" და ა. შ. ერთი სტატისტიკას მაინც გადახედე თუ ასეთი ფანი ხარ ამ ანგლოსაქსებისა და დაითვალე ვის რამდენი ლიგა და ევროლიგა აქვს ბოლო 10 წელში მოგებული და მერე მიაწებე ხარისხის იარლიყი ამ უაზროდ მორბენალთა ლიგას. ტიტულებს შედეგებისთვის იძლევიან და არა თამაშის მანძილზე გარბენილი მანძილისა და კუთხურების ჩაწოდებისათვის, რასაც უდუდესი წარმატებით ასრულებენ ინგლისის პრემიერლიგის გუნდები.
................
31 აგვისტო 2017 10:14
5
მხოლოდ პრემიერლიგაში თამაში რა პერსპექტივააო.
გამაგიჟებს ეს ხალხი
პრემიერლიგა მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა
იქ თამაშობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები
პრემიერლიგაში თამაში დიდი გამოცდილება და პრესტიჟია
თედო
31 აგვისტო 2017 07:11
0
უნდათ ერთია და ვინ უშვებს მეორე. "ლოკომოტივს" რომ არ სჭირდებოდეს არც გამოისყიდდა. ანდა რა პერსპექტივა ამ მასამეხარისხოვან ინგლისურ გუნდებში? არაფერი, მხოლოდ პრემიერლიგაში თამაში. ვერანაირ ევროთასებზე ეგენი ვერ მოხვდებიან, ხოლო "ლოკომ" თუ ევროლიგაზე შედეგიანად ითამაშა, იქნებ ზამთარში რომელიმე სერიოზული გუნდიც დაინტერესდეს. ფულის გამო რუსები მაგას არ გაყიდიან. გაიხსენეთ ზაზა ჯანაშია როგორ უნდოდა რომის "ლაციოს", მაგრამ.
................
30 აგვისტო 2017 23:06
4
კი მაგრამ დღეს გაახსენდათ?ხვალ ფანჯარა იხურება და ამაზე ფიქრში სულ დაიბნევა 2 სექტემბრის თანაშზე ბიჭი
ბაჩო გ
30 აგვისტო 2017 22:05
3
18 მილიონად რკინიგზელები პრავადნიცასაც გააყოლებენ, ზამთარში გადასვლა უწინასწარმეტყველე და ასწრებენ? მგონი ვერცერთ ვარიანტში ვერ მოასწრებენ,
ინგლისის დასაქმების სამსახური ჩვენი იუსტიციის სახლივით ვერ მუშაობს.
გიორგი
30 აგვისტო 2017 20:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული