გიორგი ჩაკვეტაძე: გენტის დუბლებში კი არა, მთავარ გუნდში ვიქნები!

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძე 29 აგვისტოს 18 წლისა შეიქნა და სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი პროფესიული კონტრაქტის გაფორმება, რადგან, როგორც არასრულწლოვან არაევროკავშირელს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კლუბთან ამის უფლება არ ჰქონდა. ახლა კი ყველაფერი გარკვეულია - თბილისის "დინამოს" პლეიმეიკერი კარიერას ბელგიურ "გენტში" გააგრძელებს.

"თბილისის "დინამო" და "გენტი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, კონტრაქტი უკვე გავაფორმე და ბელგიურ კლუბში 3 წლის ვადით ვითამაშებ", - გვითხრა ჩაკვეტაძემ.

თავდაპირველად, მან უარყო ინფორმაცია, თითქოს სათამაშო პრაქტიკისთვის ბელგიელები "დინამოში" დროებით დატოვებას და ზამთარში გადაყვანას უპირებდნენ:

"ასე არ იქნება. ახლა საქართველოს
ახალგაზრდულ ნაკრებში ვარ გამოძახებული და ბელგიაში პოლონეთთან მატჩის შემდეგ გავემგზავრები...

"გენტის" დუბლებში? არა, დუბლებზე არ ყოფილა ლაპარაკი, თავიდანვე მთავარ გუნდში ვივარჯიშებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფიფიამ ბოლო წლებში რამდენჯერმე შეცვალა პოლიტიკა, ჯერ აქცენტი ლეგიონერებზე გაკეთდა, შემდეგ გუნდის გაახალგაზრდავებაზე. ეს ისტორია რამოდენიმეჯერ განმეორდა. საინტერესოა, ამჯერად რომელ ფაზაში ვართ? გიორგის კი მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.
Barba
15:21 31-08-2017
0
ღმერთმა ქნას, მაგრამ მენანები გიო სკამისთვის..
medasxva
14:39 31-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული