როდის ვიხილავთ მოედანზე ლევან მჭედლიძეს

AutoSharing Option
pianetaempoli.it და Tuttomercato "ემპოლის" ქართველი ფორვარდის, ლევან მჭედლიძის ტრავმას ეხმიანებიან. როგორც ჩანს, სიტუაცია სერიოზულია და სერია B-ში ფორვარდს კარგა ხანს არ უნდა ველოდოთ.

გამოცემა დაუკავშირდა ექიმ პაოლო მანეტის, რომელმაც განაცხადა, რომ მჭედლიძის ტრავმა ხანგრძლივთა კატეგორიიდანაა. დოქტორი მანეტი აკრიტიკებს "ემპოლის" ძველ სამედიცინო შტაბსაც, რომელიც მისი თქმით, არ იყო ყოველთვის გამჭვირვალე მჭედლიძის სიტუაციასთან დაკავშირებით.

ლევანის მთავარი პრობლემა ახლა მუხლის ტრავმაა, რომელიც მან "მილანთან" თამაშში აპრილში მიიღო. ამას ემატება კუნთების პრობლემებიც, რ
ის გამოც ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი იწელება.

საექიმო შტაბს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ფეხბურთელის ბოლომდე გამოჯანმრთელებამდე ის მოედანზე არ დაუშვას, რადგან შესაძლოა მისი დაბრუნება 1-2 ტურით, ოღონდ მორიგი ტრავმის მიღების და დიდი ხნით გამოკლების მაღალი რისკით, ეს კი "ემპოლიში" ნამდვილად არ სურთ.

ამჟამად მჭედლიძე საცურაო აუზში და ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიშობს. მას გამუდმებით აკვირდებიან. შუა თვეში იგეგმება მორიგი, სრულყოფილი შემოწმება ქართველი ფორვარდის ტრავმის მდგომარეობის.

ვადებზე ჯერ არ ლაპარაკობენ, მაგრამ სავარაუდოდ, სრულყოფილ ვარჯიშს თანაგუნდელებთან ერთად ქართველი მხოლოდ ოქტომბრის შუაში (მეორე გამოცემას უკეთესი პროგნოზი აქვს - სექტემბრის ბოლო) შეუდგება.

სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მჭედლიძე სატრანსფერო ბაზარზე ვერ მოხვდა, რადგან არავის სურს ტრავმირებული ფეხბურთელის შეძენა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ყველაზე ნაყოფიერი იყო მჭედლიძისთვის, მან სერია A-ში 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. სულ იტალიის ელიტურ ჩემპიონატში ლევანს 11 გოლი აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თავდამსხმელი არა... ამისთანა, ევროპაში კონა ათი შაურია... აი, იმ "ნაკოლკის" გამო კი, საერთოდ, საქართველოში არ უნდა ჩამოუშვა, არამცთუ ნაკრებში მიიწვიო (ან იქ რისი გამკეთებელია?). თვითონ, რათქმაუნდა, წარმოდგენა არ აქვს მაგრამ, ამას რომ აკეთებდა, მთქმელი არავინ ჰყავდა ახლო-მახლო, რომ ეთქვა-დიდ იდიოტობას სჩადიხარო?
0
რა ჭირს რა უბედურებაა ასეთი! 2 თვე თამაშობს წელიწადი მკურნალობს! არა და კარგი მასიური თავდამსხმელია!
ლუკა
17:36 07-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული