ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებიდან "სპარტაკში" ტრავმირებული დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკში" მუხლის ტრავმით დაბრუნდა და დღეს თავის გუნდს რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში "რუბინთან" ვერ დაეხმარება.

როგორც რუსული მედია იუწყება, მოსკოვურ კლუბში დაბრუნებულმა ქართველმა ნახევარმცველმა ვარჯიშის ჩამთავრება ვერ მოახერხა, მოედანი კი სამედინიცო პერსონალის თანხლებით დატოვა.

"ჯანო მუხლის პრობლემით დაგვიბრუნდა და შაბათს მისი თამაში ძალიან საეჭვოა", - მანამდე თქვა "სპარტაკის" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ჯანომ ირლანდიასა (1:1) და ავსტრიასთან (1:1) სანაკრებო მატჩებში საგოლე პასები მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Janom magal doneze chaatara orive tamashi. Sagol am bichs.
dato
21:07 10-09-2017
0
დავიტანჯეთ ჩვენც გულშემატკივრები ველოდი მოუთმენლად რუბინთან მის თამაშს.
kika
18:50 09-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული