როგორც რუსული მედია იუწყება, მოსკოვურ კლუბში დაბრუნებულმა ქართველმა ნახევარმცველმა ვარჯიშის ჩამთავრება ვერ მოახერხა, მოედანი კი სამედინიცო პერსონალის თანხლებით დატოვა.
"ჯანო მუხლის პრობლემით დაგვიბრუნდა და შაბათს მისი თამაში ძალიან საეჭვოა", - მანამდე თქვა "სპარტაკის" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ.
შეგახსენებთ, რომ ახლახან ჯანომ ირლანდიასა (1:1) და ავსტრიასთან (1:1) სანაკრებო მატჩებში საგოლე პასები მიითვალა.