ქართველები ლიგაზე: ჯანო "მარიბორთან" არ იქნება, ხოჭოლავას "ნაპოლისთან" სკამზე ელიან

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის განაცხადში ორი ქართველი ფეხბურთელია - ჯანო ანანიძე (სპარტაკი) და დავით ხოჭოლავა (შახტარი).

დღეს, 22:45-ზე "სპარტაკი" "მარიბორს" ესტუმრება, ხოლო "შახტარი" "ნაპოლის" უმასპინძლებს.

ანანიძეს მუხლის ტრავმა აქვს, ის გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს და ამიტომაც 20-კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდა, რომელიც სლოვენიაში გაემგზავრა.

როცა "სპარტაკი" ბაზაზე ვარჯიშობდა, ჯანო ცალკე მოედანზე დარბოდა და ინდივიდუალურად ემზადებოდა. შეგახსენებთ, რომ სანაკრებო მატჩის შემდეგ რუსეთში დაბრუნებული ანანიძე მუხლს იტკიებდა, ამიტომ მან პრემიერლიგის ტურის მატჩიც გამოტოვა.

ხოჭოლავა მატჩის განაცხადში აუცილებლად იქნება, მაგრამ უკრაინული მედია ამტკიცებს,
რომ დაცვის ცენტრში ფონსეკა რაკიცკისა და ორდეცის წყვილს დააყენებს, ხოლო ხოჭოლავა სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს და ზაზა ჯანაშია რომ შეეერთებინათ და მერე თანაბრად გაეყოთ ორი სუპერ ფეხბურთელი გამოვიდოდა
Zorbegi
17:51 13-09-2017
1
როგორც იქნა ლიგას ეღირსა ამის გუნდი ამდენი ხნის მერე და აქაც ვერ თამაშობს ;დდ
ტრამვა რომც არ ქონდეს მეეჭვება მწვრთნელს ეთამაშებინა. ჯანოს ათამაშებენ მხოლოდ კონტრაქტის ბოლო თვეებს რომ მერე დიდი იმედებით ახალი 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმოს :))) წარმატებები
ვაი
22:32 13-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული