"სარაგოსას" თავკაცი: პაპუნაშვილს აქვს ნაკლი, რომლის აღმოფხვრაშიც ყველა ვეხმარებით

AutoSharing Option
"სარაგოსამ" ლა ლიგა 1|2|3-ის (ყოფილი სეგუნდა ლიგა) სეზონი კარგად ვერ დაიწყო - 4 თამაშიდან 4 ქულით მე-17 ადგილზეა. 22 წლის გიორგი პაპუნაშვილმა ორჯერ შეცვლაზე (ჯამში 20 წუთი) ითამაშა "სარაგოსას" რიგებში.

heraldo.es  წერს, რომ ეს გაცილებით ცოტაა, ვიდრე ქართველი შუახაზელისგან ელოდნენ: "ქართველი გიორგი პაპუნაშვილი, რომელსაც ბოლო დროს ეროვნულ ნაკრებშიც კი იწვევენ, სარაგოსაში გუნდის შუახაზში მნიშვნელოვანი როლის სათამაშოდ ჩამოვიდა.

დღეისთვის მას ერთხელაც არ უთამაშია სასტარტო შემადგენლობაში და მოედანზე იშვიათად ვხედავთ. ეს ყველაფერი კი ძალიან შორსაა იმისგან, რასაც მისგან ივლისში ელოდნენ", - წერს
გამოცემა.

ამის ახსნა კი "სარაგოსას" თავკაც ნაჩო გონსალესს აქვს:

"პაპუნაშვილის შემთხვევაში ყველაფერი ნათელია, მიდის ადაპტაციის პროცესი. ბიჭს კარგი საფეხბურთო მონაცემები აქვს, მაგრამ არის დიდი ნაკლიც - ენის არცოდნა.

მოკლედ, ის ადაპტაციის პროცესს გადის. მე კარგად ვიცი, რომ ჩემი მეთოდების ათვისება მარტივი არ არის, რადგან იქ ბევრი ნიუანსია, ბევრია სამუშაო.

ჩვენ ყველანი ვეხმარებით პაპუნაშვილს, რომ ეს ჩამორჩენა აღმოფხვრას", - აცხადებს "სარაგოსას" თავკაცი.

15 სექტემბერს "სარაგოსა" "ლუგოს" ესტუმრება და პაპუნაშვილი 20-კაციან სიაშია, რომელიც საგარეო მატჩში მონაწილეობის მისაღებად მიდის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხბურთელად ჰყავთ თუ ლექტორად
0
"მე კარგად ვიცი, რომ ჩემი მეთოდების ათვისება მარტივი არ არის, რადგან იქ ბევრი ნიუანსია, ბევრია სამუშაო." ამ სიტყვებმა უდიპლომო სასოძოს ექიმი გამახსენა.
haha
12:39 15-09-2017
0

სიახლეები პოპულარული