მოსალოდნელი ტრანსფერი: ჯაბა კანკავა "ჯენოაში"?

AutoSharing Option
იტალიური pianetagenoa1893.net საქართველოს ეროვნული ნაკრების 31 წლის კაპიტნის, ჯაბა კანკავას სავარაუდო ტრანსფერზე წერს.

"ჯენოა" ნახევარდაცვის ცენტრის გასამაგრებლად თავისუფალი აგენტის აყვანას აპირებს და გუნდის მთავარი მწვრთნელის, ივან იურიჩის თვალთახედვის არეში, მატიე ფლამინისა და სალი მუნტარისთან ერთად, თურმე, კანკავაცაა მოქცეული.

ვნახოთ, რა და როგორ იქნება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავისუფალი აგენტია მას მერე, რაც ამ ზაფხულს ფრანგული "რეიმსი" დატოვა. "ჯენოაში" კი, შეგახსენებთ, თავის დროზე ქართველთაგან კახა კალაძეს უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
პირადა მე კანკავას ფეხბურთი არ მინახავს, თქვენი არ ვიცი.
ასეა ეს ...
08:46 21-09-2017
0
კანკავა თუ ჯემოაში გაქაჩავს მაშინ გვილია და კვეკვესკირი მილანში და ინტერში თავისუფლად გაქაჩავენ.
კიკა
16:45 16-09-2017
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული