მოსალოდნელი ტრანსფერი: ჯაბა კანკავა "ჯენოაში"?

AutoSharing Option
იტალიური pianetagenoa1893.net საქართველოს ეროვნული ნაკრების 31 წლის კაპიტნის, ჯაბა კანკავას სავარაუდო ტრანსფერზე წერს.

"ჯენოა" ნახევარდაცვის ცენტრის გასამაგრებლად თავისუფალი აგენტის აყვანას აპირებს და გუნდის მთავარი მწვრთნელის, ივან იურიჩის თვალთახედვის არეში, მატიე ფლამინისა და სალი მუნტარისთან ერთად, თურმე, კანკავაცაა მოქცეული.

ვნახოთ, რა და როგორ იქნება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავისუფალი აგენტია მას მერე, რაც ამ ზაფხულს ფრანგული "რეიმსი" დატოვა. "ჯენოაში" კი, შეგახსენებთ, თავის დროზე ქართველთაგან კახა კალაძეს უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები ჯაბას!
levani
12:14 15-09-2017
1
სამწუხაროდ შანსი არარი იქ მოხვდეს
სერია ა კი არა ლიგა ერტს და ლიგა 2 ვერ გაუძლო
კანკავას ბოდიშით და არწყევინებენ იტალიაში იმდენს არბენინებენ უბურთოდ
6

სიახლეები პოპულარული