თორნიკე ოქრიაშვილი გოლით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის გასული ჩემპიონატის XIX ტურში მოსკოვის "ლოკომოტივთან" მატჩში ჯვარედინი იოგები დაუწყდა "კრასნოდარის" ქართველ ნახევარმცველს თორნიკე ოქრიაშვილს და მას შემდეგ არ უთამაშია. დღეს კი, 16 სექტემბერს, მახაჩკალაში "ანჟისთან"  პრემიერლიგის შეხვედრაში მწვრთნელმა იგორ შალიმოვმა 74-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, 79-ე წუთზე საჯარიმოში შეჭრილმა სმოლოვის გადაცემა კარგად გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:5.

რაც შეეხება მასპინძელთა გუნდის ჩვენებურ ლეგიონერებს, მეკარე გიორგი ლორია კვლავ სათადარიგო იყო, ხოლო ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე.

სხვათა შორის, დაღესტნურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე უკანასკნელად 5 ბურთი 2011
წლის 23 ოქტობმერს გაუშვა ცსკა-სთან და 3:5 წააგო. მათმა დამრიგებელმა ვადიმ სკრიპჩენკომ ნამატჩევს დაიჩივლა, მოწინააღმდეგემ პირწმინდად დაგვჯაბნა, დამსახურებულად მოიგო და სხვადასხვა წონით კატეგორიაში ვართო.

გამარჯვებულთა თავკაცი შალიმოვი აღფრთოვანებული გახლდათ, უფრო ოქრიაშვილის დაბრუნებითა და მის მიერ გატანილი გოლით, თქვა კიდევაც, ასე კარგად დიდი ხანია არ გვიბურთავია და თორნიკემ ძალიან გამახარაო.

ახლა "კრასნოდარს" 21 ქულა აქვს და ჯერჯერობით მე-2 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვებ-გვერდის ავტორები სავსებით სამართლიანად მიუთითებენ, რომ უხამსი კომენტარები დაუშვებელია. ფეხბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივარისთვის სწორედ რომ უხამსად ითვლება კომენტარი იმის შესახებ, რომ ოქრიაშვილი ნაკრებში თამაშს არ იმსახურებს! გთხოვთ, ფეხბურთის დილეტანტების კომენტარების დადებისაგან თავი შევიკავოთ!
თამაზი
12:18 17-09-2017
0
თორნიკე კარგი ფეხბურთელია! ათამაშეთ, ათამაშეთ, ათამაშეთ! თორნიკეს თანაგუნდელებო, ნუ დაგენანებათ მისთვის პასის მიწოდება, ფეხბურთი ხომ გუნდური თამაშია!
მრავალ გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს!
მანჩო
10:39 17-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული