ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
"ლუგოსთან" თამაშის წინ "სარაგოსას" თავკაცის მთავარი საფიქრალი "ათიანზე" არჩევანი იყო - გიორგი პაპუნაშვილს მან ოლივერ ბუფი არჩია და სწორედ შვეიცარიელმა გაიტანა სტუმართა ერთადერთი გოლი. პაპუნაშვილი მოედანზე არ გამოსულა - 1:2.
"სევილია ატლეტიკო" 0:0 დაუზავდა "რაიო ვალეკანოს". გიორგი აბურჯანია ანდალუსიელთა რიგებში განაცხადშიც
ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისმა "ხიმნასტიკმა" "ალბასეტე" 3:1 დაამარცხა.
გერმანია, II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას "უნიონი" "ბრაუნშვაიგს" 1:1 დაუზავდა. გოგია პირველ ტაიმში გააფრთხილეს, 73-ე წუთზე კი შეცვალეს.
ლუკას ჰუფნაგელი "ნიურნბერგის" სასტარტო შემადგენლობაში იყო. ჩვენებურის გუნდმა სტუმრად "დუისბურგი" 6:1 გაანადგურა. ლუკასი 69-ე წუთზე გამოცვალეს.
იტალია, სერია B.
ირაკლი შეყილაძის "სპეცია" სტუმრად ფილიპო ინძაგის "ვენეციას" დაუზავდა - 0:0. შეყილაძე გუნდს ჩემპიონატის განაცხადში არ ჰყავს შეყვანილი. ტრავმირებული ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" 3:0 დაამარცხა "ასკოლი".
საფრანგეთი, ნასიონალი.
ამირან სანაიას (54-ე წუთიდან ითამაშა) "როდეზი" შინ "კონკარნოს" დაუზავდა - 0:0.
ჰოლანდია. ერედივიზიე.
გურამ კაშიას "ვიტესმა" ვერ შეძლო "ვენლოს" შინ დამარცხება - 1:1. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა, მეორე ტაიმში ის გააფრთხილეს.
პორტუგალია, პრიმეირა.
გიორგი მაკარიძის "მორეირენშე" დღეს ეწვევა "შავეშს".
პორტუგალია, სეგუნდა.
ავთო ებრალიძის (62-ე წუთზე შეცვალეს) "ვიზეუმ" "გიმარაეშის" დუბლებს 2:1 მოუგო.
ბელგია, ჟუპილერლიგა.
გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი "ოსტენდესთან" არ შედგა - "გენტმა" სტუმრად 2:0 იმარჯვა, ჩვენებური სათადარიგო იყო.
პოლონეთი, ექსტრაკლასა.
ლუკა ზარანდიამ ტრავმა მოიშუშა და "არკას" დაუბრუნდა. გდინიელები შინ 1:1 დაუზავდნენ "ზაგლებიეს". ჩვენებური მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. ჩემპიონატში მან პირველად ითამაშა.
"კორონა" სტუმრად დამარცხდა "ლეხთან" - 0:1, ნიკა კაჭარავა განაცხადში ისევ არ ჩანს.
ქართული დუელი ვიხილეთ პლოცკში, სადაც "ვისლამ" 3:1 დაამარცხა "პოგონი". მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი მერებაშვილმა, სტუმრებში - ლაშა დვალმა. ყვითელი ბარათი ორივემ მიიღო. სტუმართა რიგებში სათადარიგო იყო მათე ცინცაძე.
დანია, სუპერლიგა.
28 წლის მათე ვაწაძემ "სილკებორგის" რიგებში მეორე თამაშში პირველი გოლი გაიტანა - 35-ე წუთზე დავით სხირტლაძის დაწყებული საგოლე კომბინაცია ვაწაძემ დამატებაზე დაასრულა - 1:0. ეს ანგარიში ბოლომდე შენარჩუნდა, მათე კი 58-ე წუთზე გაიყვანეს, სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა. მათემ გოლი 11-თვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა, მაშინ ის თბილისის" ლოკომოტივში" თამაშობდა.
ბოლოადგილოსანი "რანდერსი" შინ "ლუნგბიუს" 0:0 დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში 69-ე წუთზე გამოცვალეს საბა ლობჟანიძე.
დანია, I დივიზიონი.
ქართველთა "ესბიერგმა" სტუმრად დაამარცხა "ბრაბრანდი" - 2:0. ლაშა პარუნაშვილი სათადარიგო იყო, ხოლო ბუდუ ზივზივაძე განაცხადში არ ყოფილა.
ავსტრია, ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიას (70-ე წუთზე შევიდა) "რაპიდი" სტუმრად "ალტახს" დაუზავდა - 2:2.
ავსტრია, ერსტე ლიგა.
ლევან ელოშვილის (სათადარიგო) "კაპფენბერგერმა" შინ 2:1 მოუგო "ვაკერს".
ავსტრია, რეგიონალლიგა.
ლუკა ძიძიგურს ყოფილი გუნდის, "კუფშტაინის" წინააღმდეგ 4:3 მოგებულ მატჩში "გრიოდიგის" რიგებში არ უთამაშია.
სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა.
ვახტანგ ჭანტურიშვილს არ უთამაშია, მისმა "სპარტაკმა" კი სტუმრად "პრეშოვი" დაამარცხა - 2:0.
"ტრენჩინი" სტუმრად "ჟილინასთან" 1:5 განადგურდა, გიორგი ბერიძე 63-ე წუთზე გამოცვალეს.
რუმინეთი, ლიგა 1.
ჩემპიონატის აუტსაიდერი "იუვენტუსი" შინ 0:2 დამარცხდა "ბოტოშანისთან". მასპინძელთა 26-მა ნომერმა ნიკა ძალამიძემ პირველი ტაიმი ითამაშა და იგი შესვენებაზე გამოცვალეს. ქართველის გუნდს, სახელს რომ არ შეეფერება, ისეთი ქულათა მონაგარი აქვს - 10 მატჩში 3 ქულა.
აკაკი ხუბუტიას (სრულად ითამაშა) "გაზ მეთანი" "სტიაუას" ესტუმრა და 0:4 წააგო.
უნგრეთი, OTP.
ქართველთა "ბალმაზივაროში" შინ 0:1 დამარცხდა "დებრეცენთან". ბაჩანა არაბულმა სრულად ითამაშა, ირაკლი მაისურაძე მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა.
ფინეთი, იუკონენლიგა.
ირაკლი სირბილაძის გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა, კპვ შინ 1:2 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "გნისტანთან" და ნელ-ნელა ეთიშება ელიტაში გადასვლისთვის ბრძოლას. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და ეს მისი მე-6 გოლია ჩემპიონატში.
კვიპროსი, I დივიზიონი.
გიორგი ილურიძის (სათადარიგო) "ახნასი" შინ 1:2 დამარცხდა "ოლიმპიაკოსთან".
მაკედონია, I ლიგა.
ჯაბა ჯიღაურის (90 წთ) "ვარდარი" სტუმრად დაუზავდა "სკოპიეს" - 1:1.
რუსეთი, პრემიერლიგა.
ტრავმირებული გია გრიგალავას ტულის "არსენალმა" 1:0 დაამარცხა მოსკოვის "დინამო".
6-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე გამოჩნდა თორნიკე ოქრიაშვილი და შემოსვლიდან 5 წუთში გოლიც გაიტანა. ამ გოლმა წერტილი დაუსვა "ანჟის" ტანჯვას, რომელიც შინ "კრასნოდართან" 1:5 განადგურდა. მასპინძელთა რიგებში მე-60 წუთზე გამოჩნდა ჯაბა ლიპარტია, ხოლო გიორგი ლორია სათადარიგო იყო.
გიორგი ნავალოვსკიმ "ახმატთან" მატჩში საგოლე პასი მიითვალა. ქართველმა მცველმა "სკა-ხაბაროვსკის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო. მატჩი 2:2 მორჩა.
ასეთივე ანგარიშით დაუზავდა "სპარტაკი" სტუმრად "ტოსნოს". ჯანო ანანიძე კვლავ ტრავმირებულია, ერთი გოლი კი რუსეთის მოქალაქე ჯიქიას ანგარიშზეა.
გიორგი ჭანტურიას "ურალმა" ყაზანში "რუბინი" 1:0 დაამარცხა. ჩვენებური მე-60 წუთზე გამოცვალეს, მანამდე მან ყვითელი ბარათი მიიღო.
საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" და ჯიმი ტაბიძის "უფა" დღეს თამაშობენ, შესაბამისად, "ამკარისა" და "ზენიტის" წინააღმდეგ.
რუსეთი, I დივიზიონი.
ელგუჯა ლობჯანიძის გარეშე მოთამაშე "ორენბურგი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ვოლგართან".
უკრაინა, პრემიერლიგა.
"ვორსკლას" რიგებში მეორედ ითამაშა დაბრუნებულმა სანდრო კობახიძემ, რომელიც "ვერესთან" 0:1 წაგებულ მატჩში 64-ე წუთზე გამოჩნდა. "ვორსკლაში" ირიცხება ანდრო გიორგაძეც, თუმცა იგი ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ იყო მატჩის განაცხადში.
"შახტარის" დუბლებში ამჯერად, ბრწყინვალე საგოლე პასით გამოირჩა გიორგი არაბიძე.
"შახტარის" მთავარ გუნდში სასტარტოში პირველად ითამაშა დავით ხოჭოლავამ. ისე მოხდა, რომ მეტოქე მისი ყოფილი გუნდი "ჩერნომორეცი" იყო - 0:0.
ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
გიორგი ქანთარიას (90 წთ, გააფრთხილეს) "ნემანი" "ნაფტანს" ესტუმრა და 2:3 ხოთარ ჯავაშვილის (68-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "სლავია" შინ 0:3 დამარცხდა "შახტიორთან". ვაკო გვილიას ბატე "ისლოჩს" ესტუმრება.
ლატვია, ვირშლიგა.
"რიგასმა" 1:0 "სპარტაკსს" ლაშა შერგელაშვილის გოლის წყალობით მოუგო. გოლამდე მატჩის გმირი გააფრთხილეს.
გიორგი ერისთავი 59-ე წუთზე გამოცვალეს, მისი "ლიეპაია" კი სტუმრად 1:2 დამარცხდა "რიგასთან".
ესტონეთი, მეისტრილიგა.
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" თამაში შემოატრიალა და სტუმრად "პაიდე" 2:1 დაამარცხა. ბუნებრივია, ქართველი ერთ-ერთ მთავარ როლში იყო. მან ტაიმის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა (სეზონში მე-15 გოლი გაიტანა), ხოლო მეორე ტაიმში ვერ გამოიყენა პენალტი, მასპინძელთა მეკარეს ვერ აჯობა. იმ დროისთვის "ფლორა" უკვე იგებდა, ჩვენებური ბოლო წუთზე გამოცვალეს.
აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.
ზაურ სვანაძის "ინტერი" შინ "სუმგაითს" დაუზავდა - 1:1. "საბაილმა" "გაბალას" უმასპინძლა. თამაზ ცეცხლაძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. ქართველის გუნდი 1:3 დამარცხდა.
ყაზახეთი, პრემიერლიგა.
ნიკა კვეკვესკირის (90 წთ) "ტობოლი" შინ "ორდაბასის" დაუზავდა - 0:0.
ქართველთა "ატირაუ" "აკტობეს" 2:2 ეთამაშა. ლადო დვალიშვილმა 67-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო უჩა ლობჟანიძემ - სრულად.
გოგიტა გოგუა "ოკჟეტპესის" განაცხადში არ ყოფილა. მისი გუნდი სტუმრად "შახტიორთან" დამარცხდა - 1:2.
უზბეკეთი, ოლიი ლიგა.
"ნასაფმა" ლიდერი "ლოკომოტივი" 2:0 დაამარცხა. სტუმართა რიგებში სასტარტოში იყო კახა მახარაძე.
შოთა არველაძის "ფახთაქორმა" 3:0 გაანადგურა "შურტანი".
შოთა გრიგალაშვილის "ოლმალიქი" დღეს უმასპინძლებს "ობოდს".
ირანი, პრო ლიგა.
გიორგი გველესიანის (90 წთ) "ზობ აჰანმა" 6:0 გაანადგურა საბა თავაძის (90 წთ, გააფრთხილეს) ხუზესტანის "ესტეღლალი".
სამხრეთი კორეა, ჩელენჯლიგა.
"დაეჟეონ სიტიზენმა" 2:1 მოუგო "გიეონგნამს". გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე ლევან შენგელიამ გაიტანა. ეს 21 წლის ფორვარდის მე-5 გოლია ჩემპიონატში.
აშშ, MLS.
ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსემ" ჰიუსტონის "დინამოს" 1:0 მოუგო. ვაკო სასტარტოში იყო და 65-ე წუთზე გამოცვალეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"