ჯანო ანანიძემ "სპარტაკი" თასის 1/8-ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საქართველოს ნაკრებში მიღებული მუხლის ტრავმა მოირჩინა და მოსკოვის "სპარტაკის" მწვრთნელმა მასიმო კარერამ კრასნოდარში პირველი ლიგის "ყუბანთან" თასის 1/16-ფინალურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

დააყენა და არც შემცდარა. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდში, თავისი გუნდის იერიშებსაც წარმართავდა და კარშიაც ხშირად ურტყავდა. ასე მაგალითად, მე-10 წუთზე ბურთი ძელს გაარტყა, 29-ეზე ორი მეურვის ჩამოცილების შემდეგ ოდნავ ააცილა მიზანს, ხოლო ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ჰოლანდიელ პრომესს საგოლედ უპასა - 0:1.

ნაანტრაქტევს კიდევ ერთი გოლი გაატანინა ჯანომ პრომესს და გამარჯვებულის ვინაობაც
გაირკვა. არც ამის მერე დამშვიდებულა ქართველი ჰავბეკი, მისი კოხტა პასით პრომესს წესით ჰეთ-ტრიკი უნდა შეესრულებინა, მაგრამ ამჯერად ვერ ივარგა. მე-80 წუთზე ჯანომ ბურთი ისევ ძელს გაარტყა, შეხვედრის დასასრულს კი მეტოქის ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აკიდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კი კარგათ ითამაშა ძალიან, მაგრამ კვინსის რომ მიეცა 2 საგოლე პასი და ჯანოს გაეტანა ორი გოლი, ხომ მაინც იგივე სათაური ექნებოდა სტატიას?)))))) დასკვნა თქვენთვის მომინდია
viyot obieqturebi
14:13 22-09-2017
0
ურტყავდა?
ჟორა
16:06 21-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული