გიორგი ქვილითაიას გოლი და გაძევება ავსტრიის თასზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის თასის 1/16-ფინალში ერთმანეთს "ელექტრა" და "რაპიდი" დაუპირისპირდნენ. გამარჯვება სტუმრებს დარჩათ და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ქვილითაია და ძალიან კარგი პირველი ტაიმის მიუხედავად,  მეორე ტაიმი ცუდად დაასრულა. ქართველი ფორვარდი თამაშის დაწყებიდანვე, აქტიური იყო და "რაპიდის" დაწინაურება მე-19 წუთზე შეძლო. ასევე ორი ბურთის გატანის შანსი ჰქონდა პირველ ნახევარში და სამწუხაროდ მომენტები ვერ გამოიყენა. 36-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმში ქვილითაია ისეთი აქტიური ვეღარ იყო და ხშირად ვერ ცდებოდა მეტოქის მცველებს. 72-ე წუთზე კი მეორე
ყვითელი ბარათი მიიღო და 23 წლის შემტევს მოედნის დატოვება მოუწია.  "რაპიდმა" მეორე ტაიმში სამი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 0:4 დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ არ აქვს ჩემს კომპში ჩვენება ვიდეოს?მხოლოდ ხმა ისმის,,,
ზაზა
13:17 21-09-2017
0
ეს ვიდეო პირველი ტაიმის დროს გადაიღეს, მეორე ტაიმში ენერგია არ დარჩებოდა ფეხზე დასადგომად.
ლულა
01:45 21-09-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული