ლეგიონის ანონსი: ოქრიაშვილის ბრძოლა ჩემპიონობისთვის და ქართული დერბი ესპანეთში

AutoSharing Option

24 სექტემბერს ქართველი ლეგიონერების ძირითადი ნაწილი ევროპასა და აზიაში ითამაშებს. დღეს რამდენიმე პრინციპული მატჩი და ქართული დერბი გველოდება. თუ ვის მატჩებს ველოდებით დღეს, ქვემოთ წარმოდგენილ ანონსში იხილეთ.

13:00
(თბილისის დროით)
"ალმაატა"-"ტობოლი: ნიკა კვეკვესკირის გუნდი ჩემპიონობისთვის მებრძოლ "ალმაატას" ესტუმრება და შეეცდება ქულას მაინც გამორჩეს.  "ტობოლი" ყაზახეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. მთავარ კონკურენტ "ორდაბასის", 10 ქულით ჩამორჩება და ამ თამაშში ქართველს სათადარიგო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

13:30
"ოკჟეტპესი"-"ტირაუ": ქართული დერბია ყაზახეთის პრემიერლიგაში, გოგიტა გოგუა - უჩა ლობჟანიძესა და ვლადიმერ დვალიშვილს
უმასპინძლებს. ორივე გუნდი გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს და არ არის გამორიცხული ქართული გოლიც ვიხილოთ. სამივე ქართველს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

15:00
"ურალი"-"ტოსნო": გიორგი ჭანტურიას გუნდი ამ თამაშში ფავორიტია და სავარაუდოდ სამ ქულას ჩაიწერს. "ურალი" რუსეთის პრემიერლიგაში 13 ქულით მე-9 ადგილზეა. ქართველ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

"ეისბერგი"-კოგე": ბუდუ ზივზივაძისა და ლაშა პარუნაშვილის გუნდი დანიის სუპერლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის და "კოგე" მათი ერთ-ერთი კონკურენტია. მასპინძლებს მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებთ და ჩვენებურებს ძირითად შემადგნელობაში არ უნდა ველოდოთ.

16:00
"ბუქარესტის იუვენტუსი- "გაზ მეთანი": რუმინეთის პირველ ლიგაში, ნიკა ძალამიძის გუნდიც და მეტოქისაც აუტსაიდერად ითვლება. თუ ქართველის გუნდს სურს ლიგაში დარჩენა, ამ თამაშში სამი ქულა აუცილებლად უნდა მოიპოვოს. ნიკა ძალამიძე სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

16:30
"გენტი"-"ვარეგამი": მასპინძელთა შემადგენლობაში კვლავ ველოდებით გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტს. გიორგი ბოლოს თასის თამაშზე, სათადარიგო შემადგენლობაშიც არ ყოფილა.

17:30
"პელისტერი"-"ვარდარი": ჯაბა ჯიღაურის გუნდი მაკედონიის პირველ ლიგაში ყველა თამაშში ფავორიტად ითვლება. ამ თამაშშიც სამ ქულას უნდა ველოდოთ "ვარდარისგან" და სავარაუდოდ ჯიღაური სათადარიგო შემადგენლობაში იქნება.

"როსტოვი"-"ლოკომოტივი": სათასო მატჩზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ , მოსკოველები ფორმის დაბრუნებას პრემიერ ლიგაში შეეცდებიან. აი საბა კვირკველია, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და წინა თამაშში გოლიც გაიტანა, დღეს ალბათ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

"უფა"- "ტულის არსენალი": უფელთა ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ ჯიმი ტაბიძეს, ხოლო გია გრიგალავა ტრამვირებულია და სტუმართა შემადგენლობაში არ იქნება

18:00
"ოდენსე"-"რანდერსი": საბა ლობჟანიძის "რანდერსი", დანიის სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის. 9 თამაშის შემდეგ მხოლოდ 7 ქულა აქვთ და ფრეც მისაღებია შედეგია მისთვის. საბას ალბათ ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

20:00
"კრასნოდარი"-"ზენიტი": რთული გამოცდა ელის თორნიკე ოქრიაშვილის გუნდს, თუ ამ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლიათ დღეს გამოჩნდება. "კრასნოდარი" ამ თამაშს თუ მოიგებს, 24 ქულით გაუთანაბრდება "ზენიტს". თორნიკე ოქრიაშვილს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ, რადგან ყველას ახსოვს მისი ბწყინვალე მაკრატელა წინა სეზონში "ზენიტის" წინააღმდეგ და გამარჯვება ბოლო წუთზე.
20:30
"ვორსკლა"-"ზორია": უკრაინის პრემიერ ლიგაში კარგად გამოიყურება ანდრო გიორგაძისა და სანდრო კობახიძის გუნდი. "ვორსკლა" 17 ქულით მე-3 ადგილზეა და თუ ამ თამაშს მოიგებს, "შახტართან" 5 ქულამდე დაიყვანს სხვაობას. ორივე ქართველს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

21:00
"პრესოვი"-"ტრენჩინი": გიორგი ბერიძის გუნდი არასტაბილურად თამაშობს, ეს კლუბიდან ძირითადი ბირთვის წასვლამ გამოიწვია. "ტრენჩინი" სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში მე-9 ადგილზეა.
22:30
"სარაგოსა"-"ხიმნასტიკი": დღის დაპირისპირება ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გველის. გიორგი პაპუნაშვილი ოთარ კაკაბაძეს უმასპინძლებს და შეეცდება უშუალო კონკურენტთან 3 ქულა მოიპოვოს. ორივე გუნდს 4 ქულა აქვს და 5 ტურის შემდეგ გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კვეკვესკირი გაცილებით მეტს იმსახურებს ვიდრე ყაზახეთის ჩემპიონტია, მიხედეთ ვინმემ, დავიჯერო რომელიმე ევროპულ გუნდში არ უნდა გადასვლა?
parfiumer
12:55 24-09-2017
0
წინა სეზონში მაკრატელა თუ გაიტანა, მაშინ ძირითადში იქნება, კი.
ნათია
11:36 24-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული