ლეგიონის ანონსი: დავით ხოჭოლავას "ეტიჰადზე" ვიხილავთ

AutoSharing Option
26 სექტემბერს, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ქართველი ლეგიონერების ძირითადი ნაწილი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. გველოდება რამდენიმე პრინციპული მატჩიც...

თუ ვის თამაშს ველით დღეს, იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილ ანონსში.

16:30
(თბილისის დროით)
"ოლმალიქი"-"ტაშკენტის ლოკომოტივი": კახა მახარაძის "ლოკომოტივი" უზბეკეთის ჩემპიონატის ლიდერია და ჩემპიონობის მოგების მთავარი პრეტენდენტი. 29 წლის ქართველი ნახევარმცველი გუნდის შეუცვლელი ფიგურაა და სავარაუდოდ, კვლავაც ძირითად შემადგენლობაში იქნება.

18:00
"ზობ აჰანი"-"საიპა": გიორგი გველესიანის გუნდი უშუალო კონკურენტს მასპინძლობს და დაპირისპირების ფავორიტია. ორივე გუნდი ჯერჯერობით ირანის საფეხბურთო ლიგაში არასტაბილურად ასპარეზობს და სამი ქულის მოსაპოვებლად რთული თამაში
ელით. ქართველის გუნდს 7 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.

"ფულადი"-"ხუზეისტანის ეშტეღლალი": ირანში ასპარეზობს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი საბა თავაძე, რომლის გუნდი ლიგის აუტსაიდერია. "ეშტეღლალს" 6 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა.

"ფახთაქორი"-"მუბარაქი": შოთა არველაძის დამოძღვრილებს თითოეულ თამაშში მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებთ. უზბეკეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი და "ფახთაქორს" 7 ქულა აშორებს პირველადგილოსან "ლოკომოტივთან". არველაძის გუნდს რვამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

19:00
"მანჩესტერ სიტი U19"-"შახტარი U19": გიორგი არაბიძე კვლავაც "შახტარის" ახალგაზრდული გუნდის წევრია. ის ბოლო თამაშში გოლით გამოირჩა. ქართველი ნახევარმცველის გუნდმა პირველი თამაში ნეაპოლელ თანატოლებთან 1:2 დათმო და ამ თამაშშიც მასპინძელი - "სიტი" მოიაზრება ფავორიტად. 19 წლის არაბიძე დიდი ძალაა "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდისთვის და მას ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

22:45
"მანჩესტერ სიტი"-"შახტარი": უკრაინელებს "ნაპოლთან" გამარჯვების შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსი გაუჩნდათ და სავარაუდოდ, ამ შეხვედრაში არჩევანს თამაშის ჩაკეტვაზე გააკეთებენ. რაც შეეხება დავით ხოჭოლავას, უკრაინელთა მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა დაცვის ცენტრში, სავარაუდოდ, იაროსლავ რაკიცკის და ივან ორდეცს დააყენებს, ხოლო ქართველი სათადარიგოთა შორის იქნება და მეორე ტაიმში შეცვლაზე ვიხილავთ.

"სპარტაკი"-"ლივერპული": მოსკოველთა მწვრთნელმა მასიმო კარერამ გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს მის გუნდს ჯანო ანანიძე ვერ დაეხმარება. მიზეზი კი რუსეთის პრემიერლიგაში "ანჟისთან" მიღებული ტრავმაა. ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე უკვე მეორე მატჩს ტოვებს და ვიმედოვნოთ, რომ შემდეგ ტურებში მაინც ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოჭოლავა კარგი მცველია მართლაც წარმატებები მას ,მაგრამ არაბიძე დაიჩაგრა ამ ბრაზილიელების ფონზე უშანსოდაა ფაქტობრივად პირველ გუნდში,რომ ითამაშოს
daTo
13:08 26-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული