საქართველოს ნაკრების შემტევი რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩში დაშავდა, როცა მისი "კრასნოდარი" გასვლაზე ტულის "არსენალს" ხვდებოდა. 25 წლის ოქრიაშვილი 70-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ 10 წუთში მუხლი იტკინა და თამაში ვერ ჩაამთავრა.
- ოქრიაშვილი ისევ დაშავდა, რამდენად სერიოზულია მუხლის ტრავმა? [VIDEO]
მოგვიანებით გაირკვა, რომ მას იგივე ტრავმა აქვს, რის გამოც წინა თვეები გაუცდა. ოღონდ ახლა მარცხენა ფეხზე და ცხადია, ისევ სერიოზული პრობლემის გადატანა მოუწევს. ის არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების ორ უახლოეს მატჩს
ძალიან ძნელია ორი ასეთი ოპერაციის შემდეგ სულის სიმტკიცის შენარჩუნება, ხელახლა ფეხზე დადგომა და მოედანზე დაბრუნება, მაგრამ ამას იმედოვნებს და ნატრობს ჩვენი ნაკრების გულშემატკივარი და თითოეული ჩვენგანი, რადგან თორნიკე ეროვნული გუნდისთვის დიდი ძალაა.
ის ყოველთვის მონდომებული იყო საქართველოს ნაკრებში, ბევრს შრომობდა მოედანზე... ამაზე ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს - მის მიერ დაფარული მანძილი საშუალოდ 12.5 კილომეტრია. სანაკრებო დონეზე ამ მონაცემის ჩვენება გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენს ჩემპიონატში, რადგან პირველ შემთხვევაში ფეხბურთელს ბევრად სწრაფი მოძრაობა მოეთხოვება.
დიდი იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი ოპერაცია წარმატებით ჩაივლის, ოქრიაშვილი კი რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდება და ნაკრებს ძველებურად დაეხმარება. ეს მასაც სჭირდება და ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდსაც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"