რატომ ვერ გახდა დვალიშვილი ნაკრებში "სუპერმენი"? [VIDEO]

AutoSharing Option
ვლადიმერ დვალიშვილზე საუბრობენ, საუბრობდნენ და კიდევ ვინ იცის, რამდენ ხანს ისაუბრებენ. ყოველი სანაკრებო განაცხადის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი აქტუალური თემაა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კარიერის პიკშიც ვერ დაიმსახურა ქართველი ქომაგისგან ნდობა და დღეს მის მიმართ პოზიტიური კომენტარის ნახვა გაგიჭირდებათ. არადა, ის ნაკრებისთვის ოჯახის წევრივითაა, ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ნაკრებში როცა გამოუძახებიათ, თავი არასდროს აურიდებია.

მოგვწონს თუ არა ვლადიმერ დვალიშვილის ნაკრებში ყოფნა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ის თავისი ნებით შემადგენლობაში არ ხვდება. ეტყობა არის რაღაც, რასაც ვერ ვხედავთ და რითიც
ყოველთვის გამოარჩევდნენ საქართველოს ნაკრების მწვრთნელები.

მისი კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო და ნაკრებში დებიუტი 2009 წლის 6 ივნისს შედგა, სადაც საქართველო მოლდოვასთან 1:2 დამარცხდა. მაშინ ნაკრებს ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა, რომელმაც 63-ე წუთზე რატი ალექსიძის ნაცვლად შეიყვანა მოედანზე.

პირველი გოლი ნაკრებში 4 დღის შემდეგ, მომდევნო ამხანაგურ მატჩში გაიტანა. საქართველოს ნაკრები ალბანეთს ეწვია და თამაში ფრედ, 1:1 მორჩა. დვალიშვილი ძირითადში იყო და თავი მე-2 წუთზე გამოიჩინა.

2009 წელი ნაყოფიერი იყო ლადოსთვის ნაკრებში, პირველ გოლს მალევე მეორე მოაყოლა, ისლანდიასთან 3:1 წაგებულ შეხვედრაში. გულშემატკივარი მაშინ თვლიდა, რომ დვალიშვილი ნაკრების მომავალი იყო. მას შემდეგ დვალიშვილმა ნაკრებში 39 მატჩი ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

მისი ლეგიონერობის პერიოდი "სკონტოში" დაიწყო, სადაც ორ სეზონში 21 გოლი გაიტანა. შემდეგ "მაქაბი" იყო - 3 სეზონში 35 გოლი. კარიერის საუკეთესო პერიოდი პოლონეთში ჰქონდა, სადაც თავდაპირველად "პოლონიაში" თამაშობდა და ორ სეზონში 10 გოლი გაიტანა. ერთ-ერთი საუკეთესო იყო ვარშავის "ლეგიაში", სადაც "სუპერმენს" ადარებდნენ. მისი შედეგიანობა ორ სეზონში 21 გოლი და 5 საგოლე გადაცემა იყო.

რატომ ვერ გახდა შედეგიანი თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებში? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული იქნება. თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს, როცა დვალიშვილი კარიერის პიკში იყო, მაშინ ნაკრებში ყველაზე დიდი უგოლო სერია ჰქონდა. იმ პერიოდში გულშემატკივარი ორად იყო გაყოფილი: ნაწილი ქეცბაიას აკრიტიკებდა, დვალიშვილს რომ ათამაშებდა და მეორე ნაწილი ფიქრობდა, რომ უკეთესი ვარიანტი არ გვქონდა.

2013 წელს, როცა "ლელოს" ჟურნალისტმა მერაბ მამულაშვილმა დაუსვა კითხვა, თუ რატომ უჭირდა საქართველოს ნაკრებში გოლის გატანა, მისი პასუხი ასეთი იყო:

"ნაკრებში მარტო ჩემი კი არა, საერთოდ, თავდასხმის პრობლემაა, რადგან მთელი ყურადღება საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გვაქვს გადატანილი. ასეთ დროს შეტევა და შედეგიანი თამაში ძნელია. პასუხისმგებლობას თავადაც არ გავურბივარ და ჩემს თავსაც ვადანაშაულებ. მქონდა მომენტები და ვერ გამოვიყენე, მაგრამ გატანა რომ გვიჭირს, ეს ფაქტია და მეტი მოგვეთხოვება."

ვლადიმერ დვალიშვილი დღეს ყაზახეთის პრემიერლიგაში თამაშობს. 31 წლის თავდამსხმელმა 2017 წლის სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ბოლოს გოლი 28 მაისს გაიტანა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ბოლო გოლი წელს, 7 ივნისს ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსა და ნევისს გაუტანა.
მკითხველის კომენტარები / 21 /
Chamosvlaze ra wuwuni unda daicyos egec ar myavdes neimari. Piriqit mistvis aris kargi saxelia nakrebshi rom tamashobs ra wuwunzea saubari reebs postavt??? Yvela mcvrtnels rom yavs gamodzaxebuli magito gvichiravs xelshi rame.... rac tavi maxsova axali gundis shenebashi arian da rit ver gamocvales es lobjanidze dvalishvilebi ver vxvdebi. Mate vacadzes araferi daecuneba tavitac magrad tamashobs da shav samushaosac kargad sheasrulebs roca presingi iqneba sachiro. Gyavdet merebashvili dvalishvili lobjanidzeebi da iocnebet msoplioze gasvlaze :D
Roma
11:02 06-10-2017
0
Tb,აბსოლიტურად გეთანხმები
Casila
00:14 06-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული