გიორგი პაპუნაშვილმა სეგუნდაზე გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდას მე-9 ტურში "ლორკასთან" გასვლით მატჩში "სარაგოსას" მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა 22 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი 79-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და 2 წუთში ალეიშ ფებასის გადაცემით მეორე გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. ეს გიორგის პირველი გოლია ჩემპიონატზე, აქამდე მან ერთი გოლი თასზე გაიტანა.

არაგონელებმა შეხვედრა 2:0 მოიგეს და 12 ქულით მე-9 ადგილზე არიან.

"სევილიას" მეორე გუნდი კი შინ "კადისს" დაუზავდა - 0:0. ნაკრებმოვლილი გიორგი აბურჯანია თადარიგში დარჩა. "ხიმნასტიკის" შემადგენლობაში არ ყოფილა ოთარ კაკაბაძე, ტარაგონას გუნდმა კი შინ გრანადას ორი უპასუხო გოლი
გაუტანა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ერთი და სხვა მრავალი!
Lasha
09:26 12-10-2017
0
გიორგი გილოცავ, ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილიყოს შენს მომავალ კარიერაში. კარგ თამაშსა და ასეულობით გოლებს გისურვებ.
gizog
10:18 12-10-2017
0

სიახლეები პოპულარული