"სარაგოსას" მწვრთნელი: ეს გოლი პაპუნაშვილს ძალიან დაეხმარება...

AutoSharing Option
ლა ლიგა 2-ის მე-9 ტურში მეცხრეადგილოსანი "სარაგოსა" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლორკას" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. გიორგი პაპუნაშვილი 77-ე წუთზე შევიდა მოედანზე და ორ წუთში თავი ლამაზი გოლით გამოიჩინა.

- გიორგი პაპუნაშვილმა სეგუნდაზე გოლი გაიტანა [VIDEO]

22 წლის ქართველმა შემტევმა "სარაგოსაში" პირველად ესპანეთის სამეფო თასზე, "ლუგოსთან" მატჩში გაიტანა, ჩემპიონატში კი ეს მისი პირველი გოლია.

მატჩის შემდეგ "სარაგოსას" მთავარმა მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა ქართველზეც ილაპარაკა.

"ჩვენთან ყველა ფეხბურთელი ძირითადის წევრია. "პაპუს" გოლი მნიშვნელოვანი იყო. მას ადაპტაცია ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. მისთვის ეს საკმაოდ რთული
პროცესი აღმოჩნდა, მაგრამ ეს გოლი ძალიან დაეხმარება გუნდში დამკვიდრებაში. საამისოდ პაპუნაშვილი ყველაფერს აკეთებს. ის სწორ გზაზეა და ჩვენ ეს გვახარებს", - ამბობს გონსალესი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რამდენი ტალანტი გვყავს უკვე სათვალავიც ამერია, სწორი მიმართულებით თუ წავლენ, ძალიანაც კარგი ნაკრები შეიძლება ჩამოყალიბდეს, ნუ დაკმაყოფილდებით მიღწეულით, გააკეთეთ იმის მაქსიმუმი, რაც ღმერთმა მოგმადლათ და მიიღეთ სიამოვნება იმისგან, რასაც აკეთებთ. წარმატებები ყველას!
ბმბ
12:10 13-10-2017
1
ძალიან მინდა ამ ბიჭმა იმედები გაამართლოს. ეროვნულ ნაკრებს ნამდვილად სჭირდება ახალი მოთამაშეები.
მერაბი
12:34 13-10-2017
1

სიახლეები პოპულარული