ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში

AutoSharing Option
დღეს ქართველ ლეგიონერთა ძირითადი ნაწილი თავის გამოჩენას ევროპის მასშტაბით შეეცდება. 14 ოქტომბერს დაახლოებით 15 ლეგიონერის მატჩებს ვიხილავთ და დავინახავთ, თუ როგორ ფორმაში არიან სანაკრებო პაუზის შემდეგ.

15:00
(თბილისის დროით)
"დინამო მოსკოვი"-"სკა ხაბაროვსკი": ხაბაროვსკელები რომელთა შემადგენლობაში გიორგი ნავალოვსკია, მოსკოველებს ესტუმრება და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება. ორივე გუნდი რუსეთის პრემიერ ლიგის გასავარდნ ზონაშია. ნავალოვსკი დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში იქნება

16:30
"ვარდარი"-"შკენდია": მაკედონიის პირველ ლიგაში ჯაბა ჯიღაურის "ვარდარს" 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მთავარ კონკურენტთან სხვაობის შემცირებას შეეცდება. ქართველ ნახევარმცველს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

17:00
"ქაირათი"-"ატირაუ": დღეს
შეიძლება ქართველმა ლეგიონერებმა ყაზახეთის თასი მოიპოვონ. უჩა ლობჟანიძისა და ლადო დვალიშვილის "ატირაუ", დიდი ალბათობით, ყაზახეთის პრემიერლიგიდან გავარდება, მაგრამ თასის მოგების შემთხვევაში, ეს გუნდისთვის იქნება საგზური ევროპა ლიგის შესარჩევში.

17:30
"ბალმაზუვაროში"-"ვიდეოტონი": მასპინძლებს ბოლო 7 მატჩი არ მოუგიათ და ბაჩანა არაბულისა და ირაკლი მაისურაძის გუნდი უნგრეთის პირველობაზე ბოლო ადგილზეა. სტუმრები პირველობისთვის იბრძვიან და ამ შეხვედრაშიც 3 ქულა აქვთ დაგეგმილი. ქართველი ლეგიონერს ლიგაზე 4 გოლი აქვს გატანილი და მასპინძლების ბომბარდირია.

"ურალი"-"ანჟი": რუსეთის პრემიერლიგაში გიორგი ჭანტურიას 3 გოლთან ერთად, 2 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავაში მე-11 ადგილზეა. "ურალის" შემადგენლობაში ქართველ შემტევი ალბათ, სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

რაც შეეხება სტუმრებს, გიორგი ლორია სავარაუდოდ სკამიდან დააკვირდება შეხვედრას. ჯაბა ლიპარტიას ტრავმა აქვს.

18:00
"ნორდსიელენდი"-"რანდერსი": სტუმართა სათადარიგო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ საბა ლობჟანიძეს. "რანდერსი" დანიის სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა და ჩემპიონობისთვის მებრძოლ "ნორდსიელენდს", სავარაუდოდ, წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

"ჰაკენი"-"ესკლისტუნა":
შვედეთის პირველობაზე, ბოლო სამი მატჩი ძალიან კარგად ჩაატარა "ესკლისტუნამ" და მდგომარეობა შედარებით გაიუმჯობესა. დიდი ალბათობით, სტუმართა შემადგენლობაში იქნება ზურაბ ცისკარიძე, რომელიც დაცვის ფლანგზე შეუცვლელი ფიგურაა.

19:00
"ტრენჩინი"-"სენიჩა": გიორგი ბერიძის გუნდი ლიგის აუტსაიდერს ხვდება და მორიგი სამი ქულის მოპოვება, წესით, არ უნდა გაუჭირდეს. ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა შეტევების მთავარი შემოქმედია და სურპრიზები შეიძლება დღესაც შემოგვთავაზოს.

20:00


"ფლორა"-"პარნუ": 4 ტური დარჩა ესტონეთის ჩემპიონატის დასრულებამდე და ოქროს მედალის მაძიებელი მასპინძლები ლიგის აუტსაიდერთან მორიგი 3 ქულის მოპოვებას შეეცდებიან. რაღა თქმა უნდა, ძირითადში იქნება ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც "ფლორას" ერთ-ერთი მთავარი მეგოლეა.

"ტერმალიცა"-"არკა გდინია": ლუკა ზარანდია დიდი ალბათობით "არკას"  სათადარიგო შემადგენლობაში იქნება, ქართველ ნახევარმცველს პოლონეთის ექსტრაკლასაში მხოლოდ 24 წუთი აქვს ნათამაშები .

20:30
"რაპიდი"-"პოლტენი": მასპინძელთა ფორვარდ გიორგი ქვილითაიას ავსტრიის ბუნდესლიგაში ჯერ კიდევ არ გაუტანია გოლი. ქართველ თავდამსხმელს მისცემენ თუ არა კიდევ ერთ შანსს აუტსაიდერთან მატჩში, დღეს ვნახავთ.

22:30
"გენტი"-"ვაასლანდი": "გენტმა" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ ბელგიურ გუნდში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა. მაგრამ ეს ალბათ მთავარ მწვრთნელზე დიდი წნეხის დამსახურება უფრო იყო, ვიდრე მისი სურვილი. ჩაკვეტაძე დღევანდელი მატჩის განაცხადშიც არაა შეყვანილი.

- "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა
მკითხველის კომენტარები / 11 /
მარიო ბოლოტელი მეგონა
krazana
19 ოქტომბერი 2017 10:00
1
რაო კაცო? ბომბარდირებიო? სად ნახეთ ამათი გატანილი გოლები? კარგი მასხარები ხართ
tostao
19 ოქტომბერი 2017 09:59
1
"თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში"--"ბომბარდირები" სად ნახეთ, ასეთი სიტყვები არ შეესაბამება ამ ვითომ თავდამსხმელებს
qartveli
15 ოქტომბერი 2017 12:43
0
ლეგიონის ანონსია გული გაგისკდება კაცს,ჯერ რა კლუბებში ირიცხებიან და იქაც აბსოლუტური უმრავლესობა სკამზე ან ტრიბუნაზე ზის! ისე პატივცემული გალაკტიონ ესაკიაც წაეკაიფა ჭანტურიას თორემ ამ სურათს რატომ დადებდა?!
jorji
15 ოქტომბერი 2017 01:29
0
ასეთი ლეგიონერებით რა პრეტენზია გვაქვს ვაისთან არ ვიცი :(
Raiola
14 ოქტომბერი 2017 20:46
0
ეს ფოტო არ ანახოთ რონალდოს თორემ შურით გასკდება.DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
klmn
14 ოქტომბერი 2017 19:07
0
მთავარია თვითონ ფიქრობს რომ მაგარი ნავარჯიშები სხეული აქვს
givi
15 ოქტომბერი 2017 05:47
0
გიორგი ჭანტურია და 56 წლის მამაჩემი ერთსა და იმავე ტანზე არიან, უფრო სწორად მამაჩემი უფრო კარგ ტანზეა :) კუნთები აქვს მამას :)
ვახტანგი
14 ოქტომბერი 2017 17:34
0
ფიფიამ ხო მოფხიკა ევროები და ეს ბავსჰი გაცირეს.ევროპასჰი ცხოვრობს ბიჰი ხელფასიც არ ექნება ცოტა და მეტი რაგაუნდა რა მესი მისგან გამოვიდეს ერტი.ამ უბედური ქვეყნიდან გაიქცა ტიპიიი.
bajo
14 ოქტომბერი 2017 15:10
4
ჩაკვეტაძე სად გარბოდი რა გინდოდა ყოფილიყავი ცოტა გაზრდილიყავი საიმისოდ,რომ წასულიყავი,ახლა ხეხე სკამი და გახდი უინტერესო ფეხბურტელი,მიხაროპდა კარგი ვინმე გვეზრდებაო დაი უცებ ჩაყვინთა თუ (ჩააყვინტინეს)....
saqme
14 ოქტომბერი 2017 14:29
0
ეგ ფიფიას სინდისზეა ჩაკვეტაძე არაფერ შუაშია.
mmm
14 ოქტომბერი 2017 19:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული