ლობჟანიძემ დანიის პირველობაზე პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის მე-12 ტურში ლიდერმა "ნორდსიელანდმა" სახლში მხოლოდ მატჩის ბოლოს მოახერხა გამარჯვების მოპოვება აუტსაიდერ "რანდერსთან" (3:2).

ამ შეხვედრაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონატზე "რანდერსის" ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ. მან 44-ე წუთზე ანგარიში 1:1 გახადა, 88-ე წუთზე კი შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ საბამ "რანდერსის" ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თასის 1/32 ფინალში "აგარბეკთან" 7:2-ზე მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას და სად გაიტანს, ნაკრებში ვაისი და კობიაშვილ-იაშვილი მაინც დვალიშვილს ეხახიან. ხოლო მთელ საქართველოს მჭედლიძე თავდამსხმელი ჰგონია, რომელსაც ერთი გოლი აქვს გატანილი ათი წლის წინ...
ბრმათა ღაღადი
07:22 15-10-2017
2
წარმატებებს საბას! სამწუხაროა,რომ ბოლო ადგილზეა მისი გუნდი იმედია მომავალში გამოსწორდება მდგომარეობა გუნდის საბაც უფრო მეტს გაიტანს და ახალი სეზონში უკეთეს გუნდში გადავა.
daTo
02:19 15-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული