ლეგიონის ანონსი: პაპუნაშვილი, კაკაბაძე და აბურჯანია პრიმერას ძიებაში

AutoSharing Option
გუშინ ქართველმა ლეგიონერებმა, მხოლოდ ერთი გოლი შემოგვთავაზა და ერთადერთი პოზიტივი გიორგი ლორიას ძირითადში ხილვა გახლდათ. დღეს იმედია მეტ გოლსაც ვიხილავთ და "უძღები შვილებიც" ძირითადში დაბრუნდებიან.

13:00
"ოკჟეტპესი"-"თარაზი": გოგიტა გოგუას "ოკჟტეპეს" ყაზახეთის ჩემპიონატში 6 მატჩიანი წაგებათა სერია აქვს, ბოლო ადგილზეა და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება ესაჭიროება. ქართველი შემტევი სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

14:30
"ჰერაკლესი"-"ვიტესი": ქართველი კაპიტნის გუნდი კარგად გამოიყურება და ცდილობს ახალი ისტორია დაწეროს. არ გაგვიკვირდეს, რომ ჩემპიონობისთვისაც ბრძოლას შეეცადონ.  "ვიტესი" მე-5 ადგილზეა და მე-2 ადგილოსანთან 2 ქულა, პირველთან კი 4 ქულა აშორებს. გურამ
კაშიას
თუ რაიმე არ აწუხებს, რაღა თქმა უნდა ძირითად შემადგენლობაში იქნება. მატჩის ყურება ჰოლანდიურ "FOX SPORT"-ზე შეგეძლებათ.

15:00
"უფა"-მოსკოვის "ლოკომოტივი": ქართველი მცველების დუელს ვიხილავთ რუსეთის პრემიერლიგაში, ჯიმი ტაბიძე საბა კვირკველიას უმასპინძლებს. მატჩში ფავორიტად სტუმრები ითვლებიან, "ლოკომოტივი" წელს ჩემპიონობისთვის იბრძვის. ორივე ქართველი დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში იქნება. მატჩის ყურება რუსულ "Матч ТВ"-ზე შეგეძლებათ.

18:00
"ბრონდბიუ"-"სილკებორგი": დანიის პირველობაზე მათე ვაწაძესა და დავით სხირტლაძეს, ყოველ თამაშში გარკვეული მონაგარი აქვთ. წინა თამაშში მათეს პასით, სხირტლაძემ გაიტანა. ქართველების "სილკებორგს" მცირე შანსი აქვს, რომ ამ მატჩში ქულას გამორჩეს, მაგრამ ჩვენი ლეგიონერები ისეთ ფორმაშია არაფერი გაგვიკვირდეს.  მატჩის ყურება დანიურ არხებზე: "Canal 9", "Veikkaus TV" შეგეძლებათ.
- სხირტლაძემ და ვაწაძემ "სილკებორგი" დანიის თასის 1/8-ფინალში გაიყვანეს

"კანელასი 2010"-"მორერირენსე": გიორგი მაკარიძეს ჯერ კიდევ არ აპატიეს, კლუბიდან წასვლის მცდელობა და ქართველი მეკარე სათამაშო ფორმის გარეშეა. ვიმედოვნოთ, რომ პორტუგალიის თასის მატჩში მაინც მოხვდება განაცხადში.

"ალბასეტე"-"სევილია ატლეტიკო": დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ გიორგი აბურჯანიამ სევილიურ კლუბში გადასვლის დროს, გადაწყვეტილების მიღებისას იჩქარა. დიდი ალბათობით ნაკრების ნახევარმცველი დღევანდელ მატჩში სათადარიგო იქნება.

19:00
"ბატე"-"ვიტებსკი": ვაკო გვილიამ ნაკრების პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მას კლუბში არ ათამაშებენ და ამის მიზეზი ტრავმიანობა არ არის. ქართველი ნახევარმცველი იმედია შეძლებს კლუბში სიტუაციის დალაგებას და სათადარიგო შემადგენლობაში მაინც იქნება.

20:00
"ზენიტი"-"არსენალ ტულა": ერთ-ერთი სასიხარულო ამბავი ის არის, რომ მოედანს გია გრიგალავა დაუბრუნდა და სტუმრების შემადგენლობაში იქნება. ქართველ მცველს მძიმე ოპერაციის შემდეგ, სახეზე ნიღბით უწევს თამაში. მატჩის ყურება რუსულ "Матч ТВ"-ზე შეგეძლებათ.
- მძიმე ტრავმის შემდეგ გია გრიგალავა მოედანზე დამცავი ნიღბით გამოჩნდა

22:00
"კორდობა"-"ხიმნასტიკი": ოთარ კაკაბაძის "ხიმასტიკისგან" მეტ ამბიციურობას ველოდით, მაგრამ 8 ტურის შემდეგ მე-20 ადგილზე არიან. "კორდობა" არ არის რთული მეტოქე და "ხიმნასტიკს" თუ უნდა პრიმერა დივიზიონში მოხვედრა, ეს მატჩი უნდა მოიგოს. ქართველი მცველი დიდი ალბატობით სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

22:30
"სარაგოსა"-"ოსასუნა": გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსელთა შემადგნელობაში ნელ-ნელა საკუთარ თამაშს პოულობს და შედეგიანობასაც მოუმატა. ორივე გუნდს პრიმერა დივიზიონის ამბიცია აქვს და უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდოთ. პაპუნაშვილმა წინა მატჩში გოლი გაიტანა და შეიძლება ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. მატჩის ყურება ესპანურ "GOL"-ზე შეგეძლებათ.
- გიორგი პაპუნაშვილმა სეგუნდაზე გოლი გაიტანა [VIDEO]

03:30
"ვანკუვერის თეთრკეპიანები"-"სან ხოსეს მიწისძვრების" წინააღმდეგ- ესე საინტერესოდ ითარგმნება ეს დაპირისპირება. ვაკო ყაზაიშვილის გუნდი პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის და 10 ტური რჩება სიტუაციის გამოსასწორებლად. მასპინძლები დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე არიან, ხოლო "სან ხოსე" მე-8 ადგილზეა. დიდი შანსია ქართველმა შემტევმა პირველივე წუთიდან ითამაშოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული