ლეგიონის ანონსი: სანატრელი ევროპა ლიგა

AutoSharing Option
დღეს, ქართველი ლეგიონერები თავის შესაძლებლობებს ევროპა ლიგაზე გამოცდიან. ბოლო სეზონებში, ყველაზე მეტი ქართველი ევროტურნირებში წელს მონაწილეობს.

21:00
"ბატე"-"კიოლნი": ვაკო გვილიამ წინა შეხვედრაში სათადარიგო იყო. ბელარუსული კლუბი გერმანულ გუნდს, ალბათ მეორე ნომრად ეთამაშება და ვაკოს სტილის მოთამაშეები ესეთ მატჩში იდეალური დასაყრდენია.

ბორისოველთა გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 ქულა აქვს, "ცრვენა ზვეზდას" ფრე ეთამაშა და "არსენალთან" წააგო. "კიოლნმა" ორივე თამაში წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

"ვარდარი"-"სოსიედადი": ჯაბა ჯიღაური პერიოდულად ხვდება ძირითად შემადგენლობაში და ვნახოთ, ენდობა თუ არა მაკედონიელთა მთვარი მწვრთნელი დღეს.
"ვარდარს" ჯგუფში ძალიან რთულად აქვს სიტუაცია და დღეს მოგება აუცილებლად ესაჭიროებათ.

"ვარდარი" "ზენიტთან" 0:5 განადგურდა და "როსენბურგთან" 3:1 დამარცხდა, ორივე თამაშში ჯაბა ჯიღაური ძირითად შემადგენლობაში იყო. "სოსიედადი" "ზენიტთან" დამარცხდა, მაგრამ "როსენბურგს" მოუგო და 3 ქულა აქვს.

"ვარეგემი"-"ვიტესი":
უამრავი მცდელობის შემდეგ, არნემელთა ქართველი კაპიტნის გუნდი ევროპა ლიგაზეა. მაგრამ ჯერ კიდევ მოუგებლად ასპარეზობენ და დღეს გამოჩნდება, შეძლებენ თუ არა ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას.

ორივე გუნდმა პირველი ორი თამაში "ლაციოსთან" და " ნიცასთან" დათმო. გურამ კაშიას თუ ტრავმა არა აქვს, ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იქნება.

23:05
"შერიფი"-მოსკოვის "ლოკომოტივი": ქართველ ლეგიონერთა გუნდებს შორის "ლოკომოტივი" ერთადერთია, რომელიც ჯგუფში პირველ ადგილზეა. საბა კვირკველიას გუნდმა "კოპენჰაგენთან" ფრე ითამაშა და "ზლინი" დააამარცხა.

"შერიფმა" ორივე თამაში ჯგუფში ფრედ ითამაშა. საბა კვირკველია დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული