ავთო ებრალიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა

AutoSharing Option
21 ოქტომბერს პორტუგალიის სეგუნდა დივიზიონის მე-10 ტურში, ავთო ებრალიძემ გოლი გაიტანა.

გათამაშების ლიდერი "აკადემიკო ვისეუ" "ფამილაშაოს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.  ქართველმა შემტევმა გამარჯვების გოლი 34-ე წუთზე გაიტანა. ებრალიძე 90-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველ ლეგიონერს აქამდე 4 მატჩში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და ერთი გოლი ჰქონდა გატანილი.

"აკადემიკო ვისეუ" 22 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 3 ქულით უსწრებს.

თამაშის დასრულების შემდეგ, ებრალიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა: "ბედნიერი ვარ, მიმდინარე სეზონში მეორე გოლი "ფამალიშაოს" გავუტანე, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა. კარგი მატჩი ჩავატარეთ, იმედი
მაქვს შემდეგ შეხვედრაშიც მოვიპოვებთ სამ ქულას "კოვა პიედადესთან".

ჭანტურიშვილმა "პოდბრეზოვას" გოლი რიკოშეტით გაუტანა [VIDEO]

21 ოქტომბერს სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მე-13 ტურში, ვახტანგ ჭანტურიშვილმა გოლი რიკოშეტით გაიტანა.

გათამაშების ლიდერმა "სპარტაკმა" "პოდბრეზოვა" მიიღო და 2:0 დაამარცხა. მეორე ტაიმში, როდესაც მასპინძლები უკვე 1:0 იგებდნენ, ქართველმა ნახევარმცველმა მატჩის 78-ე წუთზე კარის მიმართულებით ჩააწოდა ბურთი და რიკოშეტით გოლი გავიდა. ჭანტურიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა.

ქართველ ლეგიონერს აქამდე 11 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მის ანგარიშზე კი ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა იყო.

"სპარტაკი" 33 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს "სლოვანს" 8 ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ბიჭი ნაკრებში უნდა იყოს. იდეალყრი ნახევარმცველია. ყველგან ძირითადშია, შარშანაც მაგრა აკრიბა ფორმა, ოთხი თამაში შეცვლებზე შემოვიდა და გოლიც შეაგდო და პასიც მიითვალა, ეხლა ძირითადში დაიწყო და გოლიც შეაგდო. გუნდი ელიტაში გადადის, ანუ ბიჭი მებრძოლია და იოლად ჯდება სასტავში. აი ასეთი ფეხბურთელები სჭირდება ნაკრებს, ესენი კიდე არ ეძახიან, სადაა აქ ლოგიკა, წელიწადია ვიძახი ებრალიძე მოიყვანეტ თქო, იგი საგრძნობლად გააძლიერებს ნაკრებს
vaso
22 ოქტომბერი 2017 16:33
2
ვერ ვიტყვი იმას ,რომ რაღაც განსაკუთრებული მონაცემებით და ტალანტით გამოირჩევა ეს ფეხბურთელი და ა.შ,რომ რაიმე რადიკალურად შეცვალოს საქართველოს ნაკრებში მისმა თამაშმა,მაგრამ კარგ ჩემპიონატში თამაშობს მისი გუნდი პირველ ადგილზეა აქვს სათამაშო პრაქტიკა გოლებიც გაქვს და უნდა გამოიძახონ ნაკრებში თუ ვიძახებთ ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატის გუნდებიდან პორტუგალის მე-2 ლიგის პირველ ადგილოსანი გუნდიდანაც უნდა გამოვიძახოთ და გამოვცადოთ ეს ბიჭი წარმატებები მას კარიერაში.
gio
22 ოქტომბერი 2017 23:18
0
ებრალიძეს წარმატებებს ვუსურვებ და მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ პორტუგალიის მეორე ლიგა მიახლოებით საქართველოს უმაღლესი ლიგის დონისაა!
Go
23 ოქტომბერი 2017 00:41
1
avto nakrebshi unda ikos, magram dvalishvils da lobzanidzes xom ar datkveten guls)))
arsena
22 ოქტომბერი 2017 22:29
0

სიახლეები პოპულარული