"ანორთოსისს" რთული პერიოდი აქვს - ზედიზედ 3 მატჩში არ გაუმარჯვია და კონფერენს ლიგასაც დაემშვიდობა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ქართველმა სპეციალისტმა თქვა:
"თუ გვსურს, ლიდერებთან სხვაობა შევამციროთ, მაშინ წლის დარჩენილ შეხვედრაში უნდა გავიმარჯვოთ. მით უმეტეს, იანვარში რთული დაპირისპირებები გვაქვს და ქულების მოპოვება კიდევ უფრო გაგვიჭირდება".
ამ გუნდებს შორის
30 წლის ებრალიძეს ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა. 5 შეხვედრაში მან 1 გოლის გატანა შეძლო. ნიკა კაჭარავას ანგარიშზეც ერთადერთი შედეგიანი დარტყმაა.
"ანორთოსისს" 13 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა, "დოქსას" კი მასზე 2 ქულით ნაკლები აქვს და მე-10 პოზიციაზეა. მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ქეცბაია: გუნდს მილიონი მოვუტანეთ, ახლა ჩემპიონობაზე გადავერთვებით
ჩაკვეტაძე 1 თვის შემდეგ, ქეცბაიასა და ვაისის რთული მისიები - ქართველების ევროტურნირები