მისი არყოფნა გუნდს ეტყობოდა - კვიპროსული მედია ქართველ შემტევზე

AutoSharing Option
ავთო ებრალიძეს ტრავმის გამო სექტემბრის შემდეგ, აღარ უთამაშია. philenews-ი წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი მომჯობინდა:

"დოქსას" ვარჯიშზე ებრალიძე გამოჩნდა და შემტევი, რომლის არყოფნაც გუნდს აშკარად ეტყობოდა, განაცხადს დაუბრუნდება.

ავთოს დაბრუნებას მთავარი მწვრთნელიც ელოდება, მაგრამ თუკი ბოლომდე მზად არაა, მის თამაშს არავითარ შემთხვევაში არ გარისკავს - ამ პოზიციაზე გუნდის განკარგულებაში სხვა მოთამაშეებიც არიან."

"დოქსას" 8 ქულა აქვს და კვიპროსის ჩემპიონატში მე-10 ადგილს იკავებს, "პაეეკს" კი 21 ნოემბერს (21:00 სთ-ზე) ესტუმრება. რაც შეეხება ებრალიძეს - მიმდინარე სეზონში, 30 წლის მოთამაშემ 4 მატჩი გამართა
და 1 გოლის გატანა მოახერხა.

alt"სამპდორიაში" ჩაშლილი ტრანსფერი, ნაკრებში თამაშის იმედი - ინტერვიუ ავთო ებრალიძესთან...

altებრალიძე პორტუგალიიდან კვიპროსში და ლუქსემბურგელებთან შეუთანხმებლობა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული