ლეგიონის ანონსი: მოუტანს ქულებს პლოცკელებს მერებაშვილი?

AutoSharing Option
დღეს ქართველი ლეგიონერები მხოლოდ ევროპაში თამაშობენ. მდგომარეობა არ არის სახარბიელო, რადგან ძირითადი ნაწილი მთავარი გუნდის განაცხადშიც ვერ ხვდება.

19:00
"დნეპრი"-"ბატე": ვაკო გვილია ევროპა ლიგაზე "ბატეს" განაცხადში არ იყო, მაგრამ კლუბის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ბორისოველთა კლუბი ბელორუსის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და პირველ ადგილს 5 ქულა აშორებს.

20:00
პლოცკის "ვისლა"-"სლასკი": პოლონეთის ექსტრაკლასაში "ვისლა" არასტაბილურად თამაშობს, რისი წყალობითაც გიორგი მერებაშვილის გუნდი მე-11 ადგილზეა. ბოლო პერიოდში მერებაშვილი პლოცკელებისთვის შეტევაში მთავარი დასაყრდენი ძალაა და ქართველს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

20:30
მოსკოვის
"ლოკომოტივი"-"კრასნოდარი":
რუსეთის პრემიერლიგაში ტურის ცენტრალური მატჩი დღეს იმართება, საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარს" მასპინძლობს. ორივე გუნდს ამბიციური გეგმები აქვს, მაგრამ მოსკოველები ბევრად უფრო სტაბილურად ასპარეზობენ, ვიდრე კრასნოდარული გუნდი.

დიდი ალბათობით, საბა კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იქნება. თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმა აქვს და მოედანზე დიდი ხანი ვერ ვიხილავთ.

21:00
"რანდერსი"-"ოლბორგი": საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგის წინა ტურში გოლი გაიტანა, რაც მისთვის სასტარტო შემადგენლობაში დასამკვიდრებლად კარგი საშუალებაა. ქართველი ლეგიონერის გუნდი ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.

- ლობჟანიძემ დანიის პირველობაზე პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

21:30
"გენტი U21"-"ბრიუგე U21": გიორგი ჩაკვეტაძე ბოლო მატჩშიც არ იყო "გენტის" მთავარი გუნდის განაცხადში და უნდა ვივარაუდოთ, რომ კვლავ 21-წლამდელებში ითამაშებს.

22:00
"მორეირენშე"-"ბრაგა": გიორგი მაკარიძე ამ სეზონში მასპინძელთა შემადგენლობაში საერთოდ ვერ ხვდება და ვიმედოვნოთ, რომ ქართველი გოლკიპერი კლუბში დაალაგებს სიტუაციას და განაცხადში მაინც ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული