19:00
"დნეპრი"-"ბატე": ვაკო გვილია ევროპა ლიგაზე "ბატეს" განაცხადში არ იყო, მაგრამ კლუბის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ბორისოველთა კლუბი ბელორუსის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და პირველ ადგილს 5 ქულა აშორებს.20:00
პლოცკის "ვისლა"-"სლასკი": პოლონეთის ექსტრაკლასაში "ვისლა" არასტაბილურად თამაშობს, რისი წყალობითაც გიორგი მერებაშვილის გუნდი მე-11 ადგილზეა. ბოლო პერიოდში მერებაშვილი პლოცკელებისთვის შეტევაში მთავარი დასაყრდენი ძალაა და ქართველს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.20:30
მოსკოვის დიდი ალბათობით, საბა კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იქნება. თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმა აქვს და მოედანზე დიდი ხანი ვერ ვიხილავთ.
21:00
"რანდერსი"-"ოლბორგი": საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგის წინა ტურში გოლი გაიტანა, რაც მისთვის სასტარტო შემადგენლობაში დასამკვიდრებლად კარგი საშუალებაა. ქართველი ლეგიონერის გუნდი ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.- ლობჟანიძემ დანიის პირველობაზე პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]
21:30
"გენტი U21"-"ბრიუგე U21": გიორგი ჩაკვეტაძე ბოლო მატჩშიც არ იყო "გენტის" მთავარი გუნდის განაცხადში და უნდა ვივარაუდოთ, რომ კვლავ 21-წლამდელებში ითამაშებს.22:00
"მორეირენშე"-"ბრაგა": გიორგი მაკარიძე ამ სეზონში მასპინძელთა შემადგენლობაში საერთოდ ვერ ხვდება და ვიმედოვნოთ, რომ ქართველი გოლკიპერი კლუბში დაალაგებს სიტუაციას და განაცხადში მაინც ვიხილავთ.