"მესმის, რომ სავარაუდოდ, "ფეიენოორდთან" ვითამაშებ, რადგან იაროსლავ რაკიცკი დისკვალიფიცირებულია. განწყობა საბრძოლო მაქვს. სხვანაირად არც შეიძლება, რადგან ეს "შახტარია" და აქ მაქსიმალური თავგანწირვა და კონცენტრაციაა საჭირო. ასევე მინდა, იაროსლავი მალე დაბრუნდეს.
რა თქმა უნდა, "ზორიასთან" მატჩი რთული იყო. ცოტა დრო გვქონდა აღსადგენად, მაგრამ ჩვენი მასაჟისტებისა და სამწვრთნელო შტაბის წყალობით "სტალთან" მატჩს ოპტიმალურ კონდიციებში შევხვდებით.
მეტოქესთან იოლი თამაში არ იქნება. გვახსოვს დნეპრში თამაში, როცა გამარჯვების გოლი ბოლო წუთებზე გავიტანეთ. ამიტომ "სტალი"
მეტოქე გუნდიდან მარცხენა ნახევარმცველ კუზიკს გამოვარჩევდი. ის ყოველთვის აქტიურია. ასევე არიან ძმები მალაკიანები, ისინიც კარგები არიან.
"დინამოსთან" სხვაობა 7 ქულაა? არა, ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. პირიქით, რაც უფრო დიდია სხვაობა, მით უკეთესია "შახტარისთვის", - თქვა ხოჭოლავამ.
"შახტარისა" და "სტალის" უკრაინის ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრა 28 ოქტომბერს გაიმართება.
მომზადებულია matchday-ს მიხედვით