სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და მალევე შეძლებს დაწინაურება, მე-16 წუთზე პაპადოპულოსმა წინ გაიყვანა "პიასტი".
მეორე ტაიმის 62-ე წუთი იყო, როცა მერებაშვილმა ეფექტურად ჩამოიშორა მეტოქის მცველი და საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც კანტეს თავური მოჰყვა და 1:1. მიუხედავად ამისა "პიასტმა" მალევე შეძლო კვლავ წინ გასვლა და საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და ეს მისი მე-3 საგოლე გადაცემაა ამ სეზონში.