ლეგიონის ანონსი: კვირკველია, ბერიძე, ჭანტურიშვილი, კაშია ტურის ცენტრალურ მატჩებში

AutoSharing Option
ქართველ ლეგიონერებს დღეს მნიშვნელოვანი მატჩები ელით. ნაკრების მოთამაშეები სხვადასხვა ქვეყნებში სამ ტურის ცენტრალურ მატჩში მონაწილეობენ.

15:00
"ბარსელონა 2"-"სევილია 2": გიორგი აბურჯანია კატალონიაშია და შეეცდება დღეს თავი გამოიჩინოს. "სევილიას" მეორე გუნდი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ბოლო ადგილზეა. დიდი ალბათობით ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

15:30
"ვიტესი"-"პსვ": ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელის გურამ კაშიას, დღეს გამოჩნდება შეუძლია თუ არა არნემელთა გუნდს დიდი მიზნებისთვის ბრძოლა. გურამ კაშია რა თქმა უნდა ძირითად შემადგენლობაში იქნება.

16:30
"სილექსი"-"ვარდარი": ჯაბა ჯიღაურის "ვარდარმა" მაკედონიის პირველობაზე ბოლო ორი თამაში ზედიზედ წააგო და დღეს შეეცდება
სიტუაციის გამოსწორებას. ქართველი ნახევარმცველი სავარაუდოდ პირველი წუთიდან ჩაერთვება შეხვედრაში.

17:30
"ზენიტი"-მოსკოვის "ლოკომოტივი": ორივე გუნდს რუსეთის პრემიერლიგაში 29 ქულა აქვს და საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" მხოლოდ ბურთების რაოდენობით არის წინ. რუსეთში ტურის ცენტრალურ მატჩში, დიდი ალბათობით საბა კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იქნება.

"ნიკობინგი"-"ეისბერგი": დანიის მეორე ლიგაში ქართველთა "ეისბერგი", ქულების მოგროვებას ცდილობს რათა შეძლოს უმაღლეს ლიგაში დაბრუნება. სავარაუდოდ ლაშა პარუნაშვილი ძირითად შემადგნელობაში იქნება და ბუდუ ზივზივაძე მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

19:00
"კოვა და პიედადე"-"აკადემიკო ვისეუ": ავთო ებრალიძის "ვისეუ" პორტუგალიის სეგუნდა ლიგას ლიდერობს და თუ სტაბილურად გააგრძლებეს ასპარეზობას, მომავალ სეზონში პორტუგალიის პრემიერ ლიგაშიც ვიხილავთ. ებრალიძე ალბათ პირველივე წუთიდან ჩაერთვება მატჩში.

20:00
"ტრენჩინი"-"ტრნავა": ქართული დუელი გველის სლოვაკეთის პირველობაზე, გიორგი ბერიძე ვახტანგ ჭანტურიშვილს მასპინძლობს. სტუმრებს 10 მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ და დღესაც ფავორიტებად მოიაზრებიან, ვნახოთ რას დაუპირისპირებენ მასპინძლები.

21:00
"ლეგია"-"არკა გდინია": ლუკა ზარანდიას "არკა", პოლონეთის ექსტრაკლასას ფავორიტს სტუმრობს და ფრეც შედეგიანი იქნება მათთვის. ქართველი ნახევარმცველი სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული