კვირკველიამ და "ლოკომოტივმა" "ზენიტი" პიტერში გაანადგურეს

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატს მე-15 ტურის წინ 29-29 ქულით მოსკოვის "ლოკომოტივი" და პეტერბურგის "ზენიტი" ლიდერობდნენ და ეს გუნდები დღეს პიტერში პირთამდე სავსე 45-ათასიან "კრესტოვსკის" სტადიონზე შეხვდნენ ერთმანეთს.

მატჩისას მასპინძელთა გუნდის ფანებმა ბანერი გაშალეს "გაჩერდით, გოგონებო, დაამუხრუჭეთ, ჩემპიონობა გინდათ? ჩემპიონი პიტერი გახდება! მხოლოდ პიტერი!"  მოგეხსენებათ, რუსეთის ჩრდილოეთის დედაქალაქის გუნდის გულშემატკივრები ჭირის დღესავით ვერ იტანენ მოსკოვურ გუნდებს და საკუთარ მოედანზე უეჭველი გამარჯვებას იმედოვნებდნენ.

სტუმრები დაცვაში ჩადგნენ, მათმა უკანა ხაზის ლიდერმა საბა კვირკველიამ კი გასაქანი არ მისცა ახმახ ცენტრფორვარდს არტიომ ძიუბას (196 სმ), კონტრშეტევაზე კი
სამი გოლი გაუტანეს და 3:0 მოიგეს.

ნამატჩევს "ზენიტის" მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თქვა, რომ შედეგი აბსურდულია, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება ხოლმე, უამრავი მომენტი ვერ გამოიყენეს, მეტოქეს კონტრშეტევაზე სამი შანსი ქონდა და სამივე გოლით დააგვირგვინა.

"რკინიგზელთა" დამრიგებელმა იური სიომინმა კი თქვა, რომ ზეწოლას გაუძლეს, მეორე ტაიმში გატეხეს მოწინააღმდეგე, ხოლო რაც შეეხება ჩემპიონობას, არაა საჭირო ორთქმავლის წინ სირბილი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოვიწვიოთ იური სიომინი ნაკრების მწვრთნელად. მას კარგად ესმის ქართველების. მერწმუნეთ მას ექნება უკეთესი შედეგი.
დემე
12:33 30-10-2017
0
კვირკველია კაცია კაცური და იმიტომაც ემართება ხელი, ლგბტ კაშია ხო ყოველ ტურზე "პაზორდება" უკვე, ჯერ საკუთარ კარში შეაგდო, ეხლა საკუთარ მინდორზე განადგურდა და ჯერ სად არიას.
წარმატებები საბას!
11:35 30-10-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული