მატჩისას მასპინძელთა გუნდის ფანებმა ბანერი გაშალეს "გაჩერდით, გოგონებო, დაამუხრუჭეთ, ჩემპიონობა გინდათ? ჩემპიონი პიტერი გახდება! მხოლოდ პიტერი!" მოგეხსენებათ, რუსეთის ჩრდილოეთის დედაქალაქის გუნდის გულშემატკივრები ჭირის დღესავით ვერ იტანენ მოსკოვურ გუნდებს და საკუთარ მოედანზე უეჭველი გამარჯვებას იმედოვნებდნენ.
სტუმრები დაცვაში ჩადგნენ, მათმა უკანა ხაზის ლიდერმა საბა კვირკველიამ კი გასაქანი არ მისცა ახმახ ცენტრფორვარდს არტიომ ძიუბას (196 სმ), კონტრშეტევაზე კი
ნამატჩევს "ზენიტის" მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თქვა, რომ შედეგი აბსურდულია, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება ხოლმე, უამრავი მომენტი ვერ გამოიყენეს, მეტოქეს კონტრშეტევაზე სამი შანსი ქონდა და სამივე გოლით დააგვირგვინა.
"რკინიგზელთა" დამრიგებელმა იური სიომინმა კი თქვა, რომ ზეწოლას გაუძლეს, მეორე ტაიმში გატეხეს მოწინააღმდეგე, ხოლო რაც შეეხება ჩემპიონობას, არაა საჭირო ორთქმავლის წინ სირბილი.