22:41 30-10-2017
ტრავმამორჩენილმა კაჭარავამ "ლეხიას" დუბლი შეუსრულა [VIDEO]
AutoSharing Option
როდესაც ნიკამ ტრავმა მოირჩინა, ზაბჟეში გურნიკთან ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, 59-ე წუთზე კი, როცა 1:3-ს აგებდნენ, გარისკა, შეუშვა შეცლაზე და თამაშის სურათიც შეიცვალა. ჯერ ცვიჯანოვიჩმა ანგარიში 2:3 გახადა, ხოლო 84-ე წუთზე კაჭარავამ მეტოქის მცველს საჯარიმოში ბურთი აართვა, კიელბს საგოლეს უპასა, 3:3 და "კორონამ" ქულა გადაარჩინა.
შემდეგი შეხვედრა კელჩეს გუნდს თასზე ქონდა ლუბინში "ზაგლებიესთან" და ლეტიერიმ ნიკა არ ათამაშა. მის გარეშე მოიგეს 1:0. დღეს კი ჩემპიონატის მე-14 ტურში გდანსკში "ლეხიასთან" სასტარტოში დააყენა, პირველ ტაიმში ქართველმა ფორვარდმა დუბლი მიითვალა, მატჩის პირველი ნახევარი მისმა გუნდმა 4:0 მოიგო და ნაანტრაქტევს მწვრთნელმა აღარ გარისკა და კაჭარავა შეცვალა. შეხვედრა კი "კორონამ" 5:0 მოიგო, 22 ქულით მე-6 ადგილზეა და ლიდერებს კვალდაკვალ მისდევს.
3 ნოემბერს, მე-15 ტურში "კორონა" ვროცლავის "შლიონსკს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
წელიწადში ერთხელ ვიღაც გოლს გაიტანს და მონათლავენ უცებ "ძალიან მაღალი დონის თავდამსხმელად, კრაუჩად და რონალდოდ" ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებს კორონაში და ზორიაში არავინ გააჩერებს!
1
1
ნიკას ცოტა მეტი სისწრაფე რომ ჰქონდეს,ყველა ლიგაში წარმატებით ითამაშებდა.
4
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული