ტრავმამორჩენილმა კაჭარავამ "ლეხიას" დუბლი შეუსრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კელჩეს "კორონას" იტალიელი მწვრთნელი ჯინო ლეტიერი ქართველ თავდამსხმელს ნიკა კაჭარავას გუნდისთვის მნიშვნელოვან თავდამსხმელად თვლის და ძალიან უფრთხილდება.

როდესაც ნიკამ ტრავმა მოირჩინა, ზაბჟეში გურნიკთან ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, 59-ე წუთზე კი, როცა 1:3-ს აგებდნენ, გარისკა, შეუშვა შეცლაზე და თამაშის სურათიც შეიცვალა. ჯერ ცვიჯანოვიჩმა ანგარიში 2:3 გახადა, ხოლო 84-ე წუთზე კაჭარავამ მეტოქის მცველს საჯარიმოში ბურთი აართვა, კიელბს საგოლეს უპასა, 3:3 და "კორონამ" ქულა გადაარჩინა.

შემდეგი შეხვედრა კელჩეს გუნდს თასზე ქონდა ლუბინში "ზაგლებიესთან" და ლეტიერიმ ნიკა არ ათამაშა. მის გარეშე მოიგეს 1:0. დღეს
კი ჩემპიონატის მე-14 ტურში გდანსკში "ლეხიასთან" სასტარტოში დააყენა, პირველ ტაიმში ქართველმა ფორვარდმა დუბლი მიითვალა, მატჩის პირველი ნახევარი მისმა გუნდმა 4:0 მოიგო და ნაანტრაქტევს მწვრთნელმა აღარ გარისკა და კაჭარავა შეცვალა. შეხვედრა კი "კორონამ" 5:0 მოიგო, 22 ქულით მე-6 ადგილზეა და ლიდერებს კვალდაკვალ მისდევს.

3 ნოემბერს, მე-15 ტურში "კორონა" ვროცლავის "შლიონსკს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
წელიწადში ერთხელ ვიღაც გოლს გაიტანს და მონათლავენ უცებ "ძალიან მაღალი დონის თავდამსხმელად, კრაუჩად და რონალდოდ" ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებს კორონაში და ზორიაში არავინ გააჩერებს!
1
ნიკას ცოტა მეტი სისწრაფე რომ ჰქონდეს,ყველა ლიგაში წარმატებით ითამაშებდა.
სოსო
12:11 31-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული