SPIEGEL: ერთხელ გურამ კაშია ჰოლანდიის პატარა ქალაქში დასახლდა...

AutoSharing Option
გერმანულმა გამოცემა spiegel-მა გურამ კაშიას ვრცელი სტატია მიუძღვნა და ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

"ზოგჯერ პატარა რამესაც შეუძლია, მყუდროება დაარღვიოს ქვეყანაში. 30 წლის ქართველი გურამ კაშიას შემთხვევაში, ეს ცისარტყელასფერიანი კაპიტნის სამკლავური გამოდგა.

ეს არის სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობის აღკვეთის ნიშანი, მაგრამ ქართველი გულშემატკივრების და ჟურნალისტების ნაწილს არ მოსწონს. არადა, ასეთი მხოლოდ კაშია არ ყოფილა, ყველას ეკეთა იმ დღეს სამკლავური: ჰოლანდიის პირველ და მეორე დივიზიონში, ქალთა საფეხბურთო გუნდებშიც და ზოგიერთი ბავშვთა კლუბიც შეუერთდა ამ წამოწყებას.

გურამ კაშია, კაკლის სხეულის მქონე
კაცი და მოწითალო ყავისფერში გადასული წვერის მქონე ადამიანი, ყოველთვის იმსახურებდა პატივისცემას თავის სამშობლოში მისი თამაშით, როგორც სერხიო რამოსისა და სოკრატისის მსგავსი კავკასიური ნაზავი. ის არის საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და ის ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით თამაშობდა.

15 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ქართველი ხალხის დამოკიდებულება თავის კერპზე შეიცვალა: ზოგიერთმა გულშემატკივრობა დაასრულა პატარა სამკლავურის ტარების გამო, სხვებისთვის კი სწორედ ეს იყო კაშიას გმირობის დასაწყისი.

ამ დღეს ქართველი ქომაგი ორად გაიყო. ნაწილი თვლიდა, რომ სექსუალური ორიენტაცია - ეს ადამიანის პირადი საქმეა და მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ კაშიას ქმედებაზე; ხოლო მეორე ნაწილისთვის ეს იყო ქართული ღირებულებების ღალატი.

ამის გასაგებად, უნდა გავითვალისწინოთ საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობა, ქვეყანა, რომელიც ევროპისა და აზიის საზღვარზეა. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის წევრია, რომლის ლიდერი პატრიარქი ილია მეორე ჰომოსექსუალობას დაავადებას უწოდებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არის ანტიდისკრიმინაციული კანონი.

საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 93% ჰომესექსუალიზმის წინააღმდეგია. მიუხედავად ამისა, სექსუალური უმცირესობების მიმართ თავდასხმები დაბალია.

გურამ კაშიამ სამკლავურის გამო მომხდარი აჟიოტაჟი ძალიან განიცადა. მას უამრავი სიძულვილით გაჟღერებული კომენტარი მიუძღვნეს. ყოველივე ამის შემდეგ ლევან კობიაშვილმა, რომელიც არის ბუნდესლიგის ყოფილი ლეგიონერი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა კაშიას და განაცხადა, რომ სპორტი ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ღია.

ეს ლამაზი სიტყვებია, მაგრამ რა მოქმედება მოჰყვება მათ? დუმილი ხანდახან ოქროა. გურამ კაშიაზე ყველა საუბრობს ამ დღეებში, მაგრამ SPIEGEL-ს ქართველმა უარი უთხრა ინტერვიუზე.

ერთხელ გურამ კაშია ჰოლანდიის პატარა ქალაქში დასახლდა..."

- ცნობილი ფეხბურთელები, რომლებსაც LGBთ-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურები ეკეთათ
- ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარი დაუჭირა
- გურამ კაშია: აზრად არ მომსვლია, რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა
მკითხველის კომენტარები / 24 /
სირცხვილი Spiegel-შიც გამოაჭენეს!
omg
03 ნოემბერი 2017 17:22
11
გურამი კაი კაცია და უბრალოდ არ იცოდა როგორ უნდა გაეწია წინააღმდეგობა მათთვის ისე რომ არ მიეცე საფუძველი ეთქვათ ძალადობის მომხრეაო და ვერც მერე განმარტა წესიერად რომ არა ძალადობას არ ნიშნავს გეი-პროპაგანდას, ვერც-ერთი შეძლო და ვერც მეორე თავისი გამოუცდელობის და ალალობის გამო, ამიტომ ნუ გავკიცხავთ! და კიდევ: თუ ძმა ხარ ოღონდ სიტყვა ,,ლიბერალს" და ,,პიდარასტს" ნუ გააერთიანებ, შემოგდებულია ეგ თემა ჩვენი ძვირფასი მეზობლისგან და იმიტომ!
bs
03 ნოემბერი 2017 16:20
4
ჩვენ (უმეტესობა)დატანჯული, მშიერი და ყოველმხრივ შევიწროვებული ერთი მუჭა ერის წარმომადგენლები უფრო მაღლა ვდგევართ სულიერად და მორალურად ბევრ მდიდარ და ,,განვითარებულ,, ქვეყანაზე, ამ ქვეყნებმა კიდე რომ არიციან რითი გაერთონ და ისიამოვნონ და სხვა რამე საზრუნავი ნაკლებადააქვთ აჰა შედეგიც.... მოისვეს კისრებზე ელგებეტე მაფია, დარწმუნებული ვარ ეგ ცხოვრების წესი გურამისთვისაც მიუღებელია, მაგრამ ისიც ვიცი რომ ზეწოლას ვერ გაუძლო (აი ასე ესმით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაც უკვე....მხოლოდ გეებს აქვთ სრული უფლება), ჩვენი ვაჟკაცი მორაგბეები კიდე რომ ჩვენს გულს როგორც გაეხარდება ამ სიტუაციაში ისე მოიქცეოდნენ მაგაშიც დარწმუნებული ვარ, ასე რომ კაშია მინიმუმ ბოდიში მოუხადე შენს თანამოქალაქეებს (შეცდომა ყველას მოგვდის)
ანტიკაშია
03 ნოემბერი 2017 16:09
8
მოიცათ და ქართული ღირებულება რომ არაა ეგ, ჰოლანდიური ღირებულება არის?
iolki
03 ნოემბერი 2017 15:26
5
კაცები რომ გამოელიათ, და აფრიკელებს რომ იმატებენ, ის ჰოლანდია გვასწავლის ჭკუას?
ეჰ ჰოლანდია
03 ნოემბერი 2017 15:23
14
ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ავადმყოფური მიდრეკილება გურამისთვისაც ისეთივე საძაგელია(რაც ძალადობას სულაც არ გულისხმობს),როგორც საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობისათვის.სინამდვილეში სწორედ კაშიაზე მოხდა იმ დღეს ძალადობა ლიბერასტების მხრიდან, ის სამკლაური რომ არ გაეკეთებინა, ის გიენები ცხოვრებას გაუმწარებდნენ. პ.ს. უღმერთო კომუნისტებს სამოცდაათი წელი გავუძელით და როგორმე ამ გადაგვარებულებსაც გადავიტანთ.
ლიბერასტებო გურამი ჩვენია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
03 ნოემბერი 2017 15:11
12
მოვა დრო უმრავლესობა თქვენთაგანი შეიცვლის აზრს და არ იქნება ასეთი უკიდურესი.... იცვლება შეხედულებები, აზრიი ბევრ საკითხთან დაკავშირებით.... ჩვენი საზოგადოება დღეს რეალურად ჰომოფობიურია! და ეს გაუცნობიერებელიაა, ეს რომ გაცნობიერდეს, არ იქნება ასეთი კოენტარები...
ლევანი
03 ნოემბერი 2017 22:20
7
ჰოლანდია ხომ ამ გარყვნილების ბუდეა, აბა ვინმემ გაბედოს ამერიკაში და ფაჩულიას,ან თუნდაც კარის მოსთხოვოს ამ სამარცხვინო ნაჭრის გაკეთება.
levani
03 ნოემბერი 2017 16:34
3
რაც აქ სწერია,ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობილი სტატიაა,როგორც უნდოდათ იქიდნ მიაბეს ქოთანს ყური.კიდევ კარგი იმას მაინც აღიარებენ,რომ ლგპდეების მიმართ ძალადობის დონე დაბალია.ხალხი პროპაგანდის წინააღმდეგია,თორემ ვინც თავისთვის არის,საძინებელში არავინ უვარდებათ.თვითონ ლგპდ აქტივისტები კი პირიქით,ყველაფერს აბუქებენ,რომ მეტი ფული ამოქაჩონ უცხოელი დამფინანსებლებისაგან.თუ ასე გააგრძელეს,ვფიქრობ მაშინ მართლა მიიღებენ აგრესიასდა მერე ნუღარავის დააბრალებენ.ქმედება წარმოშობს უკუქმედებას.
სოსო
03 ნოემბერი 2017 14:58
4
გურამს ცუდი არაფერი არ ჩაუდენია და ნუ აზვიადებთ მის მიერ ცისარტყელისფერიანი სამკაულის გაკეთებას.ერთ-ერთი კარგი ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებში და იძულებულს ნუ გახდით ნაკრები დატოვოს.გურამს ვუსურვებ წარმატებებს.
*
03 ნოემბერი 2017 14:46
10
ბიჯო,ცუდი არაფერი ჩაუდენიაო რომ ამბობ,კარგი რა ნახე მაგაში. შენ როგორ ფიქრობ, შენთვის პირადად საჭირო იყო ან რაიმეს მომცემი ამ სამკლაურით გამოგზავნილი მესიჯი? რა შუაშია ცისფერი, ადამიანი ჩაგვრის და დამცირების ობიექტი რომ არ არის, ამას რად უნდა კაშიას სამკლაური. უმცირესობა თუ გინდა არ იჩაგრებოდეს, დადექი უბრალოდ სახარებისეული სიმართლის მხარეზე, სამართლიანობის მხარეზე, სხვასაც დაეხმარე თუ შეძლებ და ღმერთი მოგიმართავს ხელს. ზოგიერთი გველი მეტრაკე თავისი მაფიის გაკეთებას ცდილობს და როგორ ახერხებს ამას აბა დაფიქრდი.
isari
06 ნოემბერი 2017 02:41
0
ყველამ თავის თავს და თუ ..... გაქვთ, ქვეყანას მიხედეთ. კაშიამ მიხედა თავის თავს.
irakli
03 ნოემბერი 2017 13:43
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული